მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებლემა თეა ბერაძემ მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი, იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა და ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა.
პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება ანბანის სწავლაში წარმატებებს უსურვებს.
„მოსწავლეები სიხარულით შეეგებნენ „აი ია“ ს შემობრძანებას და ღირსეული მასპინძლობაც გაუწიეს. მასწავლებელმა მათ უამბო „ანბანის ზღაპარი“. წაიკითხეს ლექსები, მოეფერნენ იას. პატარების ხელით გაფერადებულ იებს სინაზე და სიმორცხვეც ეტყობოდათ. პატარებიც ხომ ასეთები იყვნენ თავიანთ ნამდვილ პირველ დღესასწაულზე - ლამაზები, უსაყვარლესები და მორცხვები. წარმატებები თეა მასწავლებელს და მის პატარებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა