თბილისის N174 სკოლამ წარმატებული მოსწავლის აღზრდისთვის უნივერსიტეტის მადლობის წერილი მიიღო
09-11-2022
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N174 საჯარო სკოლის მასწავლებელთა მთავარი პრიორიტეტი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაა, ამისთვის ისინი ძალებს არ ზოგავენ.
აღსანიშნავია, რომ შედეგიც შესაბამისია. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ სკოლამ კურსდამთავრებულის - მარიამ ძამუკაშვილის, წარმატებული სტუდენტობის გამო უნივერსიტეტის მადლობის წერილი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მარიამი ნიჭიერი და შრომისმოყვარე მოსწავლე იყო. სკოლაში მისი მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„მასწავლებლობა ნამდვილად არის ის პროფესია, რომელიც ბედნიერებასთან ერთად სიამაყესაც განიჭებს, რადგან ხედავ „დაპურებულ ნაყოფს“, შრომისა და ღვაწლის შედეგს. დღეს ჩვენი სიამაყის მიზეზი მარიამ ძამუკაშვილია, რომლის წარმატებული სტუდენტობის თაობაზე მადლობის წერილი მიიღო სკოლამ. შესაბამისად, მადლობას იმსახურებს ყველა ის მასწავლებელი, რომელთაც წვლილი მიუძღვით მარიამის აღზრდაში პიროვნებად ჩამოყალიბებაში და რომელთაც კარგად აქვთ გაცნობიერებული როგორ უნდა აღზარდო სიბრძნე-სიკეთესთან წილნაყარი ახალგაზრდობა, სწორედ ამიტომაა პედაგოგობა დაკავშირებული უდიდეს პასუხისმგებლობასთან. ჩვენს გამორჩეულ მარიამს გვინდა სავალი გზა დავულოცოთ და გვჯერა კიდევ ბევრი წარმატებით გაგვახარებს მის მუდმივ გულშემატკივრებს“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.