მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჩემთვის ყველაზე დიდი მამოტივირებელი ძალა მოსწავლეების სიყვარული და ცოდნის გაღრმავების სურვილია“,- ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნატო ვანაძე. მან etaloni.ge-ს საინტერესო ბლიც-კითხვებს უპასუხა.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...
- „არასოდეს შეწყვიტო ზრდა, Never Stop Growing’’.
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?
- მოგზაურობას მრავალფეროვან სამყაროში, რომელიც სავსეა მუდმივი ძიებით, ცვლილებით, აღმოჩენებითა და განვითარებით. პედაგოგის პროფესია, ვფიქრობ, ყველაზე სათუთი და საპასუხისმგებლო პროფესიაა.
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- ნდობით სავსე კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ურთიერთპატივისცემა.
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- მჭიდრო კავშირი მშობელთან წარმატების საწინდარია!
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- სადაც განათლება და მოტივაცია მაღალია, სირთულეები ძალიან მცირე და უმნიშვნელოა.
- მოტივაციას მაძლევს...
- ჩემთვის ყველაზე დიდი მამოტივირებელი ძალა მოსწავლეების სიყვარული და ცოდნის გაღრმავების სურვილია.
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...
- იგრძნობა მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის ჩართულობა ცოდნის მიღებისა და განვითარების პროცესში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.