„მე ხომ გითხარი, რომ მიყვარხარ“- დისველის საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო დოხტურიშვილის მორიგი ემოციური ნოველა
ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დოხტურიშვილი საზოგადოებას კიდევ ერთ ემოციურ ნოველას უზიარებს.ნინო დოხტურიშვილმა საკუთარ ნოველაში - „მე ხომ გითხარი, რომ მიყვარხარ“ ადამიანური წრფელი სიყვარულის ერთი სევდიანი ისტორია გადმოსცა. ნოველის გმირი გოგონა სატრფოს გამოჩენას წლები ელოდა და არასოდეს დაუკარგავს, იმედი, რომ ერთხელაც ნახავდა.
ნოველას უცვლელად გთავაზობთ.
„მე ხომ გითხარი რომ "მიყვარხარ“-მოემზადე, სტუმრები წუთი წუთზე მოვლენ.
-ჩემთვის სულერთია!!
- რომ გეუბნები გაიგე, სანამ მამაშენი არ გადარეულა...
-ნეტამც გადადგეს ჭკუიდან და მომკლას, რა მნიშვნელობა აქვს რა ჩამიქრობს სულს. საკუთარი მშობელი თუ უცხო ადამიანი...
-ვის ეძახი უცხოს გოგო?
-ვის და ჩემზე გაცილებით უფროს ადმიანს, რომელიც ცხოვრებაში არ მინახავს და არც დიდი სურვილი მაქვს რომ ვნახო..
-უუხ, შენ უგუნურო! არ გინდა არა ნორმალური ცხოვრება, აქ გინდა ამოგხდეს სული ამ წუნწუხში, თუ იმ „მაწანწალას“ იმედი გაქვს?
-არ გაბედო მასზე ასე საუბარი, ის ჩემი ერთადერთი სიყვარულია, მე მთელი ცხოვრება მისი ერთგული დავრჩები! მაგრამ თქვენ ხომ არ გაინტერესებთ ერთადერთი შვილის გრძნობები..
-საკმარისია! - ცრემლები შეიმშრალე და გამოდი..
-მათხოვებენ ...
-ვინ არის?
-სრულიად უცხო და გაცილებით უფროსი ადამიანი..
- რა ვქნა როგორ მოვიქცე?
-გავიქცეთ?
-ვინ მოგვცემს ამის უფლებას არ გვაცოცხლებენ!!!
-ხომ არ გეშინია?!
-არა მე ხომ გითხარი, რომ მიყვარხარ!
მეორე დღეს გოგონა იმედით ელოდა მიჯნურს, ის კი უგონო მდგომარეობაში, სასტიკად ნაცემი მიუვალ ტყეში ეგდო...
-ახლოს თუ მოხვალ თავს მოვიკლავ!
-უკვე ერთი წელია, რაც დავოჯახდით და ვერაფრით ვერ შემეგუე. დავიღალე გესმის.
-მე მივდივარ!
-მართალი ხარ! მეც უნდა წავიდე..
-ვისთან მიდიხარ ვის სჭირდები...
-მართალი ხარ! არავის ვჭირდები, მე და ჩემი სიყვარული ვიცხოვრებთ ღრმა სიბერემდე...
-რომელი სიყვარული რომელმაც მიგატოვა?
-მართალი ხარ! მიმატოვა მაგრამ ის მაინც ჩემია.. მე მას არასოდეს დავივიწყებ. თავიდან ეს შენც გითხარი, მაგრამ არ დამიჯერე.
-შენ სულელო, არ არის ის ცოცხალი არა, მე ვცემე და უგონოდ დავაგდე უდაბურ ტყეში, ალბათ მხეცი დაგლიჯავდა, ის მოკვდა მოკვდა გესმის?!
-მესმის. მე მაინც დაველოდები!
-წლები გავიდა და შენ კიდევ ჩემს ძმას ელი...
- ის მოვა...
-მინდა მადლობა გადაგიხადო...
-რისთვის?
-ასე უანგაროდ რომ გიყვარს..
-დედაჩვენსაც, რომ უვლიდი და სიბერეში ზრუნვა არ მოაკელი ესეც გმირობაა...
-ის ხომ მისი მშობელი იყო.
- საოცარი ადამიანი ხარ! სიყვარულით სავსე...
-ცრემლები შეიმშრალე... შენ ღიმილი გიხდება...
-მე მხოლოდ მისი დანახვა გამახარებს მეტი არაფერი!
-ჩამოვიდა...
-ვინ...
-გაიხედე გარეთ..
ხანში შესული მამაკაცი საკუთარ ჭიშკარში ზლაზვნით შემოვიდა, თან ახალგაზრდა ყმაწვილი უმაგრებდა მხარს...
-ნელი ნაბიჯით დაიწყო სვლა დიასახლისმა, მოზღვავებულმა ემოციებმა გულისცემა გაუხშირა, სკამზე ჩამოჯდა შავი წინსაფარი ხელით მოიძრო ჭაღარა თმიდან, მუხლებში სისუსტე იგრძნო , ჯიუტად მოიკრიფა ძალა, ადგა და ზანტად გავიდა გარეთ... ცრემლები, ტკივილი, იმედი, მონატრება ბედნიერება, ერთიანად იფეთქა დამჭკნარ სხეულში...
-შენ?
-მე!
-შენ ხომ გათხოვდი!
არა!
-შენ უარყავი ტრადიცია?
-დიახ
-რატომ?
- მე სიტყვა არ გავტეხე! მამა ვინ არის ეს მოხუცი?- ქალი შეტორტმანდა, მაგრამ მაინც შესძლო თავის შეკავება...
-მე ტყეში მიპოვეს უცხო ხალხმა და სიცოცხლე მაჩუქეს.
-მადლობა მათ ამისთვის!
-რამოდენიმე თვე დამჭირდა გონზე მოსასვლელად, შემდეგ კი აღარ გამოვჩნდი მე უგუნურმა ვიფიქრე რომ....
-ეგ არასოდეს მოხდებოდა!
-ახლა რატომ ჩამოხვედი?
-აქ მინდა დავსაფლავდე, ჩემს მიწა წყალზე დედაჩემის გვერდით..
-გასაგებია...
-მხოლოდ ერთს გთხოვ -გისმენ..
-შენს გვერდით ჩემთვისაც დატოვე ადგილი...“ - ნინო დოხტურიშვილი.