მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინოვაციური განათლების პროგრამის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და მათი მოადგილეებისთვის ჩატარდა ტრენინგი – „ბავშვთა უფლებების თანამედროვე სტანდარტები და გამოწვევები“.
ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, მან ტრენინგის თემატიკის მნიშვნელობასა და სკოლების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ ისაუბრა თემაზე „ბავშვთა უფლებები და მათი სამართლებრივი რეგულირება“.
სატრენინგო პროგრამა შემუშავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, დარგის ექსპერტებისა და ორივე უწყების წარმომადგენლების ჩართულობით.
ტრენინგს წარუძღვნენ: იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე - დავით სიმონია, თემით „ბავშვის უფლებათა კოდექსი, სტანდარტები და გამოწვევები“; ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი - ანა ფაჩუაშვილი, თემით - „შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა. არასრულწლოვანები და არსებული გამოწვევები სამართალწარმოებაში“. განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი - კობა ბარამია, თემით- „არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამები და სკოლებთან თანამშრომლობის პრაქტიკული საკითხები“.
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსი - ნინო ტყეშელაშვილი, თემით - „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანები და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია“. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - ნათია ალიაშვილი და ფსიქოლოგი - ნინო ბექაური, თემით - „რთული ქცევის მართვა და არასრულწლოვანთა რეფერირება“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი