მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის, ჩატარდა მედიაწიგნიერების გაკვეთილი, ვიქტორინა, მოეწყო კონფერენციები, ვიდეო-რგოლის ჩვენება და გამოვლინდნენ ყველაზე მედიაწიგნიერი მოსწავლეები. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ლიკა მღებრიშვილი.
მოსწავლეებმა Microsoft PowerPoint-ის გამოყენებით პრეზენტაცია მოამზადეს და შექმნეს პლაკატები, რითაც ერთმანეთს ინტერნეტსივრცეში მოქცევის წესები გაუზიარეს. აღნიშნული პლაკატების შექმნა მიზნად ისახავდა თანატოლგანმანათლებლობის ხელშეწყობას სკოლაში.
პედაგოგმა V-IX კლასის მოსწავლეებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, ბავშვების ინტერნეტქცევისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ, მათ შორის, რა რისკები არსებობს ინტერნეტის არასწორად გამოყენებისას, როგორია ახალგაზრდების მიერ მედიის გამოყენების ჩვევები და როგორ დაიცვან თავი ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან.
გარდა ამისა, მათთვის შეთავაზებული იყო ვიდეო-რგოლი „მედიაწიგნიერების რაობა“, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ითამაშეს Happy Onlife. აქტივობა ძალზე სახალისოდ წარიმართა და მოსწავლეთა აღნიშვნით საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა ინფორმაციის შემეცნებისთვის.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეები ყველა აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობების გამოვლენა წარმატებით შეძლეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია
მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა