მეკეიძეების საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
09-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან, როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ.
ამჯერადაც, მრავალფეროვანი ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. საღამოზე განხილული და წარმოდგენილი იყო ქართველი რომანტიკოსებისა და რეალიზმის მიმდევრების როგორც ბიოგრაფია, ასევე მათი შემოქმედება და ღვაწლი სამშობლოს წინაშე.
ღონისძიების ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იაგულ აბულაძე იყო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პედაგოგები მოსწავლეების მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთვაზობენ.
„მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი კვლავ წარმოაჩინეს, მხატვრულად წაიკითხეს: გ.ორბელიანის „მუხამბაზი“, ილ. ჭავჭავაძის „პოეტი“, ალ. ჭავჭავაძის „სიყვარულო ძალსა შენსა“ და ნ. ბარათაშვილის „მერანი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს ყველა იმ ცვლილებასა და რეფორმებზე, რაც მე-19 საუკუნეში განხორციელდა“,- ვკითხულობთ მოწოდებულ ინფორმაციაში.