მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კარიერული წინსვლის მსურველი მასწავლებლებისთვის, რომლებიც ერთზე მეტ სკოლაში მუშაობენ, სტატუსის ასამაღლებლად ისევე აუცილებელია შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება, როგორც მხოლოდ ერთ სკოლაში დასაქმებულებისთვის, თუმცა დანარჩენ ნაბიჯებში განსხვავება ისაა, რომ პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისთვის ერთზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პედაგოგს ცენტრს ყველა იმ სკოლის დირექტორი წარუდგენს, სადაც ის მუშაობს.
მოგეხსენებათ, სტატუსის ასამაღლებლად მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება არაა საკმარისი. წამყვანობისა და მენტორობის მსურველები პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებითაც უნდა შეფასდნენ.
მასწავლებელმა, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, საკუთარ პორტფოლიოში ყველა ის აუცილებელი დოკუმენტი უნდა ატვირთოს, რაც სტატუსის ცვლილებისთვისაა საჭირო. როდესაც პედაგოგი დარწმუნდება, რომ მისი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სრულყოფილია და შესაბამისობაშია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ სტატუსის მოთხოვნებთან, მან წერილობით უნდა მიმართოს დირექტორს, რათა სკოლის ხელმძღვანელმა ის სტატუსის ასამაღლებლად პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც უწყებამ მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის შეფასებისთვის შეიმუშავა, სკოლის დირექტორი წერილობით წარადგენს წინადადებას განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool). სკოლის დირექტორი ცენტრს წარუდგენს წინადადებას სტატუსის ცვლილების მსურველი მასწავლებლის შეფასების შესახებ. წარდგინებით სკოლის ხელმძღვანელმა უნდა დაადასტუროს:
წინადადების წარდგენაში გათვალისწინებული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების აზრი.
დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი დასაქმებულია ერთზე მეტ საგანმანათლებლო და დაწესებულებაში, წინადადებას წარადგენს თითოეული სკოლის დირექტორი. შესაბამისად, თითოეული სკოლის დირექტორს, სადაც პედაგოგი მუშაობს, მოუწევს მასწავლებლის პორტფოლიოში წარდგენილი მასალის ავთენტურობის დადასტურება, ასევე პედაგოგის დახასიათება, თუ რას ფიქრობს მასზე სასკოლო საზოგადოება და რამდენადაა მასწავლებელი ჩართული თითოეული სკოლის განვითარების პროცესში.
იხილეთ ასევე: პედაგოგებს პრაქტიკული საქმიანობის დოკუმენტის პირველადი ვერსია დაეგზავნათ - გარე დაკვირვება გაუქმდა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა