სიახლეები
სკოლები

ბანოჯის საჯარო სკოლაში, დაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, საგანმანათლებლო კვირეული მოეწყო
10-11-2022
-
+


დაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული სამოქალაქო განათლებლის მასწავლებლის - ნინო კახნიაშვილის ხელმძღვანელობით.  

კვირეულის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი ღონისძიებები. სასკოლო პროექტის ხელმძღვანელმა - ნინო კახნიაშვილიმა, III-V კლასებში - ჩაატარა შეხვედრა თემაზე - „რატომ ვზოგავთ“. სკოლაში მოაწყო სამუშაო შეხვედრა „დაზოგვა“ - V-XI კლასებში და გამოფენა - „დაზოგე დღეს, აისრულე ხვალ'“ – I-XII კლასებში. მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაციები და გაეცნენ დაზოგვის სხვადასხვა ხერხებს. 

გარდა ამისა, დაზოგვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, სკოლაში ჩატარდა კლასიის საათებიც. ლალი ღიბრაძის ხელმძღვანელობით,  ელექტრო ენერგიის დაზოგვის შესახებ VI კლასში კლასის საათი მოეწყო. ამასთან, XI კლასში -  ნათია ბენდელიანის ხელმძღვანელობით კლასის საათი - „დაზოგვა და ქველმოქმედება „ოთარაანთ ქვრივის“ მიხედვით და დღეს“ ჩატარდა.  

კვირეულის დასასრულს, შემაჯამებელი შეხვედრა ლანჩით მოაწყო სკოლის დირექტორმა - ნინო წილოსანმა და მადლობა გადაუხადა სასკოლო პროექტის ხელმძღვანელს - ნინო კახნიაშვილს კვირეულის ორგანიზებისათვის, ხელმძღვანელ მასწავლებლებს, მოსწავლეებს აქტიური, პოზიტიური ჩართვისათვის, სასკოლო საზოგადოებას კი მოუწოდა - „დაზოგეთ და გაილამაზეთ ცხოვრება“.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მოსწავლეთა დასწრების პროცენტული მაჩვენებელი - ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

რომელი სკოლის დირექტორები და პედაგოგები არიან ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობაში - განახლებული სია ცნობილია

ეროვნულებზე 100 პროცენტიანი საგრანტო ქულით გასულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

პიროვნება
სკოლები

ლექცია ბატონმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ წაიკითხა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება