სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ ერთადერთი ეროვნული პროექტია, რომელიც ზუსტად მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული“-ყვარლის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში I ეტაპი გაიმართა
10-11-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალსო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

9 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი ყვარლის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 11 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-სთან სკოლების დირექტორებმა ისაუბრეს

მირანდა წურწუმია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

უპირველესად აღვნიშნავ, რომ ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა და საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მერვე და მეცხრე კლასიდან სულ 3 მოსწავლე მონაწილეობდა და I ეტაპი სამივე მათგანმა წარმატებით გადალახა. ძალიან გახარებული ვარ ამ ფაქტით. ჩვენ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2019 წელს გამარჯვებული გვყავდა. იმედია, გამარჯვებულის ტიტული წელსაც ჩვენი იქნება. ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან საინტერესო და საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ბავშვის განვითარებას ძალიან ბევრ ასპექტში უწყობს ხელს. მაგალითად, ხდებიან უფრო მობილიზებულებულები და სისწრაფეს სწავლობენ. I ეტაპზე ეს შეიმჩნეოდა, იმდენად მობილიზებულები იყვნენ მონაწილე ბავშვები. ძალიან კარგი პროექტია, თუნდაც მოტივაციისთვის, რაც ასე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მომავალ ცხოვრებაში. 

მანანა სიჭინავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი მოსწავლეენი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წელსაც აქტიურად მონაწილეობდნენ. ჩვენი სკოლა პროექტს დაწყების დღიდან შეუერთდა. ვფიქრობ, კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. პირველ რიგში, მისი მეშვეობით ეზრდებათ მოტივაცია და ცოდნის მობილიზებას ახდენენ. იგებენ, რა იციან და რა არა. ჩატარებული I ეტაპითაც პირადად მე კმაყოფილი ვარ. 

მერაბ ძაძამია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ზოგადად, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან აქტიურები არიან, და ყოველთვის სიხარულით მონაწილეობენ „ეტალონში“. სხვათაშორის მუნიციპალიტეტის მასშტაბითაც გვყავდა გამარჯვებული, რამაც ბავშვებს მონაწილეობის სტიმული დამატებით მისცა. წელსაც, გამორჩეულად აქტიურობდნენ ბავშვები კონკურსში ჩასართავად. თავად, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონზე“ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ უპირველესი მოტივაციაა... ბავშვებს ეს შეჯიბრებითობა ძალიან დიდ სტიმულს აძლევს, რაც ბევრ რამეს ნიშნავს. გამარჯვება მოსწავლეს თვითშეფასებას უმაღლებს, ისიც და სხვა მოსწავლეების ხვდებიან, რომ სწავლით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. 

როდერი ცირდავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ასე ვთქვათ, ბავშვების გამოსაფხიზლებლად და მეტი მოტივაციის გასაჩენად საუკეთესოა. ჩვენს დღევანდელ არსებულ რეალობაში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ერთადერთი ეროვნული პროექტია, რომელიც ზუსტად მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენი მოსწავლეები წელსაც ტრადიციულად აქტიურად მონაწილეობდნენ, თუმცა მე ყოველთვის უკეთეს შედეგს ველი მათგან. 

ლონგინოზ თოდუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას საჯარო სკოლის დირექტორი:

მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დაარსდა ჩვენი სკოლა მისი აქტიური და საკმაოდ წარმატებული მონაწილეა. ჩვენი ბავშვებიც მის დაწყებას ყოველ წელს ელიან და რა თქმა უნდა, მონაწილეობით კმაყოფილები არიან. ვფიქრობ, ძალიან კარგი პროექტია როგორც ცოდნის ასევე, სკოლებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის. პროექტში მონაწილეობით ბავშვები მოტივაციას იმაღლებენ და მართლაც მისასალმებელი კონკურსია. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყველაფერია ჩაქსოვილი. 


გიორგი ხატიაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის დირექტორი:


პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საუკეთესო პროექტია, რომელიც ბავშვებში პასუხისმგებლობის გრძნობას აღვიძებს და მისი მეშვეობით მოსწავლეები ცოდნას ამჟღავნებენ. თავად ბავშვები პროექტში მონაწილეობით სხვებისთვისაც სამაგალითოები ხდებიან და სხვებსაც აჩვენებნ, რომ შედეგის მისაღწევა რთული და შეუძლებელი არ არის და ამისთვის სწავლა აუცილებელია. ვინაიდან, ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თუმცა მოსწავლეები ყოველ წელს მონაწილეობენ. წელს ჩემპიონატში მეცხრე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების იმედი. 

ლია კაპანაძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლის დირექტორი:

წელსაც, ტრადიციაულად დირექციამ მოსწავლეებს მივაწოდეთ ინფორმაცია მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დაწყების შესახებ. ბავშვები, როგორც ვიცი პროექტში მონაწილეობისთვის წინასწარ ემზადებოდნენ და ჩართვის სურვილს აქტიურად გამოთქვამდნენ. პროექტში ჩვენი სკოლა ალბათ, მისი დაარსების დღიდან მონაწილეობს. ვფიქრობ, კონკურსში ჩართვა მოსწავლეებს ძალიან ბევრ რამეს აძლევს, მაგალითად გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვნებას. I ეტაპით კმაყოფილი ვარ. სკოლაში შემოსულს 4 მოსწავლე შემომეგება და მაღალი ქულების მიღებაც მახარეს. 


ასევე იხილეთ:

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ყვარელი და ჩხოროწყუ

ყვარლის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან 

ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს

ბაღის აღმზრდელებისაა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

ეროვნულების გარეშე უმაღლესში ჩარიცხვის წესში ცვლილება შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება

სკოლის მოსწავლეთა გადაყვანის მარშრუტები შეიცვალა - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ცერემონიალზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსის შედეგები გამოცხადდა

მოსწავლეებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის კოლექციამ


საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება