მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის 23 პირველკლასელი უნიკალური წიგნი-რვეულით - „პირველკლასელთა აკადემია“ დასაჩუქრდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, სახელმძღვანელო უსასყიდლოდ, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკლასელებსა და სკოლამდელი ასაკის 1000-მდე ბავშვს გადაეცა.
„მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გადავეცით წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც შედგენილი იყო მათ მშობლიურ ენაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმძღვანელო ჩვენს პატარებს სწავლის პროცესს გაუადვილებს და ცოდნის მიღებაში დაეხმარება.
სკოლა მადლობას უხდის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს - ბატონ დავით შერაზადიშვილს ამგვარი აქტიურობისთვის და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ სახელმძღვანელოს შედგენისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მადლობის წერილში.
პირველკლასელებმა სახელმძღვანელო დიდი სიხარულით მიიღეს, წიგნი მათ პირველი კლასის პროგრამის ათვისებაში დაეხმარება და შეასრულებს მთავარ მიზანს, შეაყვარებს სკოლასა და სწავლას. ეს სკოლაში კარგად იციან, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმძღვანელო ყველა პირველკლასელს ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომლის ავტორი „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილია, უკვე მოიცვა მთელი საქართველო. ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული, როგორც პირველი კლასის პროგრამის ასათვისებლად ბრწყინვალე დამხმარე, ისე ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს