მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 16 ტონა საწვავი ხის მასალის, შეშის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
დოკუმენტის მიხედვით,მუნიციპალიტეტი შეშას 7 სოფლის საბავშვო ბაღების გასათბობად ყიდულობს რაშიც 20 800 ლარის გადახდას გეგმავს.
16 ტონა შეშა განკუთვნილია შემდეგი სოფლების საბავშვო ბაღისთვის: სოფელი ოქრუაშვილების საბავშვო ბაღი; სოფელი გელაძეების ალტერნატიული ბაღი; სოფელი თაგოს ალტერნატიული ბაღი; სოფელი დიოკნისის საბავშვო ბაღი; სოფელი რიყეთის საბავშვო ბაღი; სოფელი აგარას ალტერნატიული ბაღი; სოფელი წაბლანას ალტერნატიული ბაღი.
საქონლის ტექნიკური მახასიათებლები:
* 100% ხისგან წარმოქმნილი ნატურალური ნედლეულით დამზადებული, დანამატების გარეშე;
* ბრიკეტის სიგრძე 30სმ;
* დიამეტრი 10სმ;
* ტენიანობა 5-8 %;
* თბოკალორიულობა 4.3 კ/კალორია;
* შუაში გამჭოლი ნახვრეტით (სრული წვის ხელშეწყობისათვის);
* შეფუთვა პოლიეთილენში ჰერმეტულად;
* შეფუთვაში 10-15 კგ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება