ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის ფერადოვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
11-11-2022
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება.
ამჯერად, შემოდგომა აღინიშნა საზეიმო და მრავალფეროვანი ღონისძიებით. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია.
„ღონისძიების მთავარ სათქმელს წარმოადგენდა, რომ შემოდგომა არის დრო, როდესაც ბუნება სიზმარში ნანახ ფერად ზღაპარს ემსგავსება, ეს სეზონი ყველა ქვეყანაში ალბათ ძალიან ლამაზია, მაგრამ საქართველოს ბუნებიდან გამომდინარე ჩვენთან, წელიწადის ეს დრო განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩევა, რასაც ხელს უწყობს ზომიერი სასიამოვნო ჰავა, უკვე დარბილებული მოალერსე მზე და ის ბარაქიანი მოსავალი, რომელსაც ქართველი „ჭირნახულს“ უწოდებს, რადგან მისი მოყვანა და დაბინავება მარტივ შრომასთან არ არის დაკავშირებული.
ამინდი გრილდება, ფოთლები ყვითლდება და ცვივა, ბუნება მრავალფეროვანი ხდება, ასეთივე მრავალფეროვანია შემოდგომის მენიუ, უფრო ფერების სიუხვით გამორჩეული, უფრო ბარაქიანი და ეგზოტიკური. შემოდგომა ქართულ სივრცეში, ყველა მატერიალური თუ არამატერიალური თვალსაზრისით, ფერთა საოცარი გამით გამოირჩევა, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახო, თვითონ ადგილზე უნდა დააგემოვნო, საკუთარი ყურებით მოისმინო მისი ფეთქვა და პოლიფონიურობა, როგორც ქართული მრავალხმიანი ფოლკმუსიკა და საკუთარი ხელებით შეეხო მის მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურას“,- ვკითხულობთ სკოლის დირექტორის მოადგილის ციალა გაბუნიას წერილში.
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები