მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რა არის მისი საყვარელი ფრაზა? კოლეგის რომელი რჩევა ახსოვს განსაკუთრებულად? და რას ნიშნავს მისთვის პედაგოგის პროფესია? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი დარეჯან ბენდელიანი გვპასუხობს.
- თქვენი საყვარელი ფრაზა...- „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების“.
- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?- ოცდაერთი წელია ამ საქმეს ვემსახურები, რა გითხრათ... მთელი ჩემი ცხოვრებაა...
- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...
- როცა ისინი გრძნობენ უპირობო სიყვარულს მათდამი და როცა მათთვის მუდმივად საინტერესო ადამიანი ხარ!...
- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...
- ბევრი საინტერესო რჩევა შეიძლება გაგახსენდეს, მაგრამ განსაკუთრებით მახსოვს ისტორიის გაკვეთილზე ბავშვებს გაუჭირდათ საუკუნეების გამოთვლა და გაგება. მოკლედ, კოლეგამ მირჩია საათის მუშაობის მექანიზმი გამოიყენეო... მადლობა მას ამისათვის, გამომადგა.
- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...
- მოიპოვო ბავშვების ნდობა და სიყვარული. თუ ეს მოახერხე, ანუ არ არჩევ ბავშვებს ერთმანეთისაგან, მერე ყველაფერი მარტივია!...
- მოტივაციას მაძლევს...- ჩემი პროფესიის და ბავშვების სიყვარული
- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...- ვგრძნობ კოლეგების, მშობლებისა და ბავშვების პატივისცემას და სიყვარულს. მერწმუნეთ, ადამიანს ცოტა უნდა კმაყოფილებისა და ბედნიერებისათვის!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.