TOP ნიუსი
სიახლეები
ეტალონი

„ტყიბულის ეტალონი“ შახტაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო
16-04-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ღონისძიების დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა, გოჩა  ტყეშელაშვილმა ტყიბულის რესურსცენტრში ახალი საგანმანათლებლო პროექტის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.

ამ წუთებში კი ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში „ეტალონი“ მიმდინარეობს. ღონისძიება 5 აპრილს ტყიბულის შახტაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ტყიბულის ეტალონ მოსწავლეს“, შალვა ცნობილაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამასთან, შალვას სკოლას - ტყიბულის N1 საჯარო სკოლას „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

ღონისძიებას ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ალეკო ბიბილაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ტყიბულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

























კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება