მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში „მამების პროექტის“ პირველი აქტივობა - „თევზაობა“ განხორციელდა. მის მიმდინარეობაში როგორც მოსწავლეები, ისე მშობლებიც უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ.
კლასის დამრიგებელი მაია ზურაბაშვილია.
„მამებმა და შვილებმა მოინდომეს, ერთად წავსულიყავით სათევზაოდ ტბაზე, რათა უფრო მეტად დაახლოვებულიყვნენ მამები და შვილები და გაეგოთ მამებს, რა უხარიათ და რა სწყინთ შვილებს, ამიტომ თქმა და შესრულება ერთი იყო. ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ, ვერ მალავდნენ ემოციებს, უხაროდათ მამებთან ერთად თევზის დაჭერა. იყო დიდი შეძახილები და ოვაციები: თევზი დავიჭირეეეეეეე...ახლა მეორე იძახდა: მე უფრო დიდი თევზი დავიჭირეეე...მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ტივით შევედით ტბაში, საოცარი რამ იყო, გადავიღეთ ბევრი სურათი... თევზაობის შემდეგ მამებმა შეწვეს შამფურზე თევზი, ასევე მწვადი, ბავშვებს წამოსვლა აღარ უნდოდათ. ის დღე არასოდეს დაგვავიწყდება“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს