მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N1 საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საგნობრივი ცოდნა და ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში;
ადგილობრივი მასწავლებლები ბავშვებს სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ესაუბრებიან, რაც ხელს უწყობს მათ მრავალმხრივ განვითარებასა თუ მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას. ამის დასტურია ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ჩატარებული სადამრიგებლო საათები, სადაც ბავშვები არაერთ საინტერესო კითხვაზე იღებენ ამომწურავ პასუხებს.
ერთ-ერთი ასეთი სადამრიგებლო საათი, ქცევის წესებსა და ეთიკის ნორმებს მიეძღვნა:
„დამრიგებლებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს საერთო წესებზე, ასევე სუფრასთან ქცევის წესებზე. იმსჯელეს იმაზე, თუ რომელი ქცევა არ არის მისაღები და რატომაა მიუღებელი; ბოლოს კი, აქტივობის შესაჯამებლად, მოამზადეს პოსტერები, ასევე შექმნეს მისაღები/მიუღებელი ქცევის წესების აღმნიშვნელი სურათები“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქტივობა მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და თითოეულმა მათგანმა საკუთრი მცირე წვლილი შეიტანა თანატოლების ცნობიერების ამაღლებაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს