მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩხორიის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და საგნობრივი ცოდნის მიღების გარდა, ადგილობრივი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებში.
ახლახან ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიზნესის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, სამეგრელო-ზემო სვანეთში და
კერძო სექტორის წარმომადგენლების წინაშე წარადგინეს პროექტის პრეზენტაცია: „მომავალი განათლებაშია“!
„კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეების მიერ შექმნილ 17 პროექტს სხვადასხვა სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე. მოსწავლეებმა საკუთარი ხედვა გაუზიარეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რათა იპოვონ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან მათი იდეების განხორციელებაში.
ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მოსწავლეებს სტაჟირების შესაძლებლობები შესთავაზეს კომპანიებმა: ლაზიკა კაპიტალი, გემუანი, სტარ ფუდი, APM Terminals Poti, ბიმეისონი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, პრაიმ ბეტონი, ემბისი, ბავშვთა გასართობი ცენტრი ბიგ დეი და რადიო ათინათი. ასევე, შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან.
ღონისძიება გახსნა სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის სპეციალისტმა ელენე ჩხეიძემ, რომელმაც განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო სექტორის ჩართულობა სკოლების გაძლიერებისთვის. ფორუმზე დამსწრეებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრნენ:
APM Terminals Poti-ს კომუნიკაციებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი ეთუნა ცოტნიაშვილი;
შპს ბიმეისონის მმართველი პარტნიორი ხატია გაბუნია;
შპს პრაიმ ბეტონის გარემოს დაცვის მენეჯერი თინათინ ჟიჟიაშვილი და ადამიანების უფროსი ოფიცერი სალომე კვახაძე;
ასევე, მოსწავლეებს მეწარმეობის შესახებ ესაუბრა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს