მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო პროექტზე - „კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და დაცვა“ მუშაობენ.
5 ნოემბერს, პროექტის ფარგლებში, სკოლის მეათეკლასელებმა შეარჩიეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი და მოაწყვეს ექსკურსია ტაძრის კვლევისა და პოპულარიზაციის მიზნით.
პროექტის ხელმძღვანელი ირინა სოსელია გახლავთ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა მამაოსგან ტაძრის ისტორიის შესახებ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან-დარეჯანი.
მოსწავლეებმა შექმნეს ტაძრის ესკიზები, გადაიღეს ფოტოები.
ასევე, ისინი სტუმრობდნენ ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმს. მათ დაათვალიერეს პოეტის ექსპონირებული მემორიალური ნივთები, მისი ხელნაწერები, ფოტომასალები, ირაკლი თოიძის, ლადო გუდიაშვილისა და სხვათა ნამუშევრები.
მეათეკლასელებმა გიდისგან მიიღეს ვრცელი ინფორმაცია გრანელის ბიოგრაფიულ მონაცემებზე და შემოქმედებაზე. დასასრულს წაიკითხეს ტერენტი გრანელის ლექსები.
მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ინფორმაციით, შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
„იყო ემოციებით დატვირთული დღე“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა მათ, ასეთი ნაყოფიერი და საინტერესო გაკვეთილისთვის“