მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი მაგიდის ჩოგბურთში წალკის 2022 წლის მუნიციპალური თამაშების გამარჯვებულია.
მაგიდის ჩოგბურთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადაში, სკოლამ პირველი ადგილი დაისაკუთრა.
გამარჯვებულები პირველობისთვის ბრძოლას რუსთავში, რეგიონალურ პირველობაზე გააგრძელებენ.
სკოლაში მოსწავლეთა გამარჯვება ახარებთ და ბავშვებს და მათ სპორტის მასწავლებელს გამარჯვებას ულოცავენ.
„საბეჭისის საჯარო სკოლა ულოცავს პირველ რიგში ბავშვებს წარმატებას და შემდეგ სპორტის მასწავლებელ რამაზ ხინიკიაძეს!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ საბეჭისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ, სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში რთავენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს