მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N60 სკოლის მე-7ე კლასში პროექტი - „შეხვედრა ჩემთვის უცნობ პერსონაჟებთან“ განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ევალებოდათ წაეკითხათ მათთვის სასურველი ნაწარმოები, ემსჯელათ და გამოეთქვათ საკუთარი აზრი, როგორც მთლიან ნაწარმოებზე ისე პერსონაჟებზე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები კლასგარეშე საკითხავ მხატვრულ ნაწარმოებებზე და ამოიკითხეს საინტერესო ფრაზები წიგნიდან. გააცნეს თანაკლასელებს მწერალი, რომლის ნაწარმოებიც წაიკითხეს. ნახატებით გადმოსცეს ემოციები წაკითხულ ნაწარმოებზე. გააცოცხლეს (დახატეს) მათთვის საინტერესო ეპიზოდები და პერსონაჟები, სხვადასხვა აქსესუარით (ზოგმა თავად შექმნა აქსესუარი) წარმოაჩინეს პერსონაჟი და მთლიანად ნაწარმოებიდან მიღებული ემოცია.
საკუთარი პრეზენტაციებით მოსწავლეებმა დააინტერსეს ერთმანეთი და გააცნეს თავიანთი საყვარელი პერსონაჟები, მწერლები და ნაწარმოებები. მოსწავლეებმა სახლიდან წამოიღეს ის წიგნები, რომლებიც წაიკითხეს და ასეთი სახით, მათ თავად შექმნეს კლასის მინიბიბლიოთეკა. ამის შემდგ კი ერთმანეთში გაცვალეს წიგნები დათქმული ვადით.
მოსწავლეებმა პროექტისთვის თავად შეარჩიეს ისეთი მელოდიები, რომლებიც, მათი ხედვით, გადმოსცემდა ამ წარმოების წაკითხვის შემდეგ მიღებულ ემოციას. სწორედ ამ მელოდიების ფონზე წარიმართა პრეზენტაციები.
პროექტის ბოლოს მასწავლებელმა თამარ ყაჭეიშვილმა წაიკითხა კიდევ ერთი ახალ მოთხრობა აკუტაგავა რიუნოსკეს - „თოვლია“, პარალელურად პროექტის მონაწილეებს დაათვალიერებინა სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული მათივე სკოლის კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნები.
მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა პედაგოგის მიერ წაკითხული მოთხრობა „თოვლიას“ ხელნაკეთი სამგანზომილებიან წიგნის დათვალიერება და გაცნობა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს