მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქეთევან ჭიპაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
კონკურს „ეტალონს“ ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის ელოდებიან, რადგან ეს არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც წლების ყვარლის მუნიციპალიტეტში ტარდება. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, ახლა ონლაინ იმართება, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს და ყველაზე მეტი მოსწავლე ერთვება.
დღეს ვიყავი გამარჯვებული მოსწავლის სკოლაში, ყველა უზომოდ კმაყოფილი იყო. ზოგადად, რესურსცენტრის დამოკიდებულება ასეთია - რაც უფრო მეტი არაფორმალური განათლებისკენ მიმართული პროექტი იქნება, მით უფრო გაიზრდება ბავშვების მოტივაცია და განათლების დონე. „ეტალონი“ ნომერ პირველი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც დაბლა არასდროს იწევა, ძალიან დიდი უპირატესობით სარგებლობს. ის სკოლის თემზეა მორგებული, განათლების დონის გაზრდას ემსახურება. სწორედ ამიტომაც, ეს პროექტი იმდენ ხანს იქნება საგანმანათლებლო სფეროში, სანამ აქტუალობას არ დაკარგავს. ეს კი არასდროს მოხდება, რადგან განათლების სისტემაზეა მორგებული. დიდი მადლობა ბატონ გოჩას, რომ ასე აქტიურობს, სიახლეებს გვთავაზობს და წინ მიიწევს.
მარიამ წიწრიაშვილი - ყვარლის „ეტალონი მოსწავლე:
ჩემთვის გამარჯვება მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო იყო. ამ წარმატებამ ის შედეგი მოიტანა, რომ დავინახე რა შემიძლია და რა უნდა გამოვასწორო. ჯერჯერობით, ფინალისთვისაც არ ვამზადები, რა ცოდნაც მაქვს, ვფიქრობ, იმას მივენდობი. რეალურად, არც ერთი ეტაპისთვის არ მოვმზადებულვარ, რადგან, როგორც გითხარით, სხვებისთვის კონკურენციის გასაწევად არ მიმიღია მონაწილეობა. უბრალოდ მაინტერესებდა, რა ვიცოდი და რა შემეძლო.
მარიამ იშხანიძე - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ყვარლის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:
მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ - მარიამი ძალიან ნიჭიერი. ბეჯითი და მიზანზე ორინეტირებული ადამიანია. იცის რა შედეგს უნდა მიაღწიოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს ხოლმე. ჩვენ - მთელი სკოლა ვამაყობთ მისი მიღწევებით. რაც შეეხება კონკურსში მიღწეულ წარმატებას, ეს ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სახე და სახელიცაა ასეთი კარგი მოსწავლის ყოლა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მარიამი პირველ ადგილზე გავიდოდა. ის უნიჭიერესი და კარგად აღზრდილი გოგონაა.
ლია ჯალაღონია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:
ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციას ემსახურება, სასარგებლო და ჩვენს მიერ მხარდაჭერილია, მით უმეტეს კი ისეთი პროექტი, როგორც „ეტალონია“. ეს კონკურსი ჩვენთან ტრადიციად იქცა, მოსწავლეები მის დაწყებას ელოდებიან ხოლმე და დიდი ინტერესით ერთვებიან. „ეტალონს“ მოსწავლეებისთვის, პირველ რიგში, მამოტივირებელი სარგებელი მოაქვს. სხვათაშორის, ისიც აღსანშნავია, რომ „ეტალონის“ გამარჯვებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-ან გრანტს იღებენ ხოლმე.
ლადო სიჭინავა - ჩხოროწყუს „ეტალონი მოსწავლე“
კონკურსისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ. ჩემთვის და სკოლისთვის მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. „ეტალონში“ გასულ წლებშიც ვმონაწილეობდი და გამარჯვების სურვილი ნამდვილად დიდი მქონდა. ტესტირება ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრობ, რომ რა კითხვებიც იყო, მათზე პასუხი ყველამ უნდა იცოდეს. ჯერჯერობით ფინალური ეტაპისთვის მომზადება არ დამიწყია.
გივი ლაშხია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ის, რომ ლადო სიჭინავა მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა, ჩვენთვის გამარჯვებაა. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენო ცოდნა და წარმატებას მიაღწიო. ის მართლაც გამორჩეული და ბეჯითი მოსწავლეა. ძალიან გახარებული იყო მისი კლასი, შეიძლება ითქვას, რომ მეტად მოტივირდნენ. მხოლოდ სწავლითა და შრომით იქმნება წარმატება. ვულოცავ ჩემს მოსწავლეს ამ დიდ გამარჯვებას და მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ წინსვლას ვუსურვებ. ის ფაქტი, რომ ლადომ პირველი ადგილი დაიკავა, სკოლისთვის მართლა საამაყოზე მეტია, ეს ჩვენი სახელია. ყველა ძალიან გახარებული ვართ.
დიანა წურწუმია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:
ლადო სიჭინავა ძალიან ნიჭიერი, მონდომებული, პასუხისმგებლიანი მოსწავლეა. მას კომპოუტერიც მოპოვებული აქვს. ვერც ერთი პედაგოგი ვერ გაიხსენებს ისეთ შემთხვევას, ლადოს რომ გაკვეთილი არ სცოდნოდა და მოუმზაებელი მოსულიყო. ის აქტიურადაა ჩართული კლუბურ ცხოვრებაშიც. ძალან წყნარი და საქმიანი ადამიანი, უყვარს ტექნოლოგიები და სწავლის გაგრძელებას ამ მიმართულებით აპირებს. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, წიგნის კლუბის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი მოსწავლე მყავს. მჯერა, რომ მან „ეტალონში“ წარმატებას ღირსეულად მიაღწია. ის რჩეულია და თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის.
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ღირსეულთა შორის ღირსეულმა გაიმარჯვა. ეს კი თითოეული მოსწავლისათვის მოტივაციაა. ისინი ხვდებიან, რომ ცოდნა ყველაზე დიდი იარაღია, რითაც გამარჯვების მოპოვება და შესაძლებლობების დამტკიცება შეიძლება. ინტელექტ-ჩემპიონატის კითხვები განვიცხილეთ და როგორც მოსწავლეებმა მითხრეს, ყველა საგანს მოიცავდა. ისინი ბავშვებს სწავლისა და ცოდნის შეძენისკენ მოუწოდებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
ბაღის აღმზრდელებისაა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა კლასში იმიტირებული სასამართო პროცესი გამართეს
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას