მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. პროცესი მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით და გამჭირვალედ წარიმართა. არჩევნების შედეგად თვითმმართველობის თავმჯდომარედ მე-10 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ უბილავა დაინიშნა.
სკოლის დირექცია, ულოცავს ნიკოლოზს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში მოსწავლისგან ბევრი საინტერესო ინიციატივა წამოვა და სასწკოლო ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდება.
მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეთა თვითმმართველობა დაკომპლექტებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისაგან, რომლებიც აირჩევიან შესაბამისი საფეხურების მოსწავლეთა მიერ. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს: მოსწავლეთა პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა და აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლის მმართველობითი ორგანოების ინფორმირება, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა, მოსწავლეთა ჩართვა სხვადასხვა ღონსძიებებსა და აქტივობებში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს