წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის საინტერესო სამდღიანი სემინარი ჩატარდა
15-11-2022
დაკოპირებულია
-
+
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ - LDA Georgia, სამდღიანი სემინარი ჩაატარა.
მოწვეულმა სპიკერმა ქეთევან კუხიანიძემ სემინარები შემდეგ თემებზე ჩაატარა:
სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციები;
სოციალური კაპიტალის თეორიები;
სოციალური კაპიტალისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულება;
ელექტრონული მონაწილეობა და დემოკრატია;
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები;
სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა და როლი;
სამოქალაქო მოძრაობები კომუნისტურ აღმოსავლეთ ევროპაში ( „ჩეხეთის ამბავი", „რუმინეთის ამბავი").
სემინარები მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მცირე პრეზენტაციებს. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ.
ახალგაზრდული კლუბი სკოლაში პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა.
„აღნიშნული აქტივობის მიზანია ახალგაზრდების განწყობების შეცვლა სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების მიმართ, ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია და მათი ინტერესების გაზრდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ.
ახლახანს მივიღეთ წერილი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო - LDA Georgia-დან:
„ქალბატონო მაია, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თანამშრომლობისა და მასპინძლობისათვის. ასევე, მადლობა ლიკა ზვიადაძეს სემინარებში აქტიური ჩართულობისა და საორგანიზაციო საკითხების დროული შესრულებისათვის“.
ჩვენი სკოლა გამოხატავს მზაობას მსგავსი მაღალი დონის შეხვედრების განხორციელებისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.