მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, მოსწავლეებიც ხალისით არიან ჩართულნი ღონისძიებეში და ცოდნის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ხათუნა აფხაზავას ხელმძღვანელობით, სპექტაკლი წარმოადგინეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის საპროგრამო მასალიდან, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის - „მიწის ყივილი“ შესწავლისა და მის მიხედვით გადაღებული გუგული მგელაძის ფილმის - „ფესვების“ ნახვის შემდეგ, მეცხრეკლასელებმა სპექტაკლი - „ფესვები“ დადგეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა მიზანი იყო კიდევ ერთხელ შეხებოდნენ იმ მტკივნეულ თემას, რასაც ემიგრანტობა ჰქვია და რაც დღესაც ასე აქტუალურია... მოსწავლეებმა შეძლეს შთამბეჭდავად გადმოეცათ ფესვებს მოწყვეტილი ქართველი ემიგრანტის სულიერი განცდა და ტკივილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს