მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გორის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაწერილია განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის განსაზღვრულია ფასიანი საჩუქრები.
პრიორიტეტული მიმართულებები:
ა) არაფორმალური განათლება;
ბ) საბუნებისმეტყველო;
გ) საგანმანათლებლო-კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები.
დოკუმენტის თანახმად, ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლის კურსდამთავრებულების ფინანსური წახალისება ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (100%-იანი საგრანტო ქულის) მიხედვით, რომლის საფუძველზეც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; აღნიშნული ინიციატივა ეხება კურსდამთავრებულების 2 კატეგორიას:
ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებს;
ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ბოლო 2 წელი) კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა.
ქვეპროგრამის ფარგლებში ასევე მოხდება სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება (ფასიანი საჩუქრები/ სტიპენდიები).
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი