TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

„ალბათ, დავალება ვინმესგან გადაწერე“ - ფრაზა, რომელიც ბევრ მასწავლებელს უთქვამს და მისი შედეგები
29-11-2022
-
+


„ალბათ, დავალება ვინმესგან გადაწერე“, „მე ვერ მომატყუებ“, „მეც ვიყავი შენხელა და ვერაფერს გამომაპარებ“, - ეს ფრაზები ყველა მოსწავლისთვის ნაცნობია და შესაძლოა, თითოეულ მასწავლებელს ერთხელ მაინც უთქვამს.

მართალია, ხანდახან მოსწავლეები საქმის გამარტივებას ცდილობენ და დავალებას მეგობრისგან იწერენ; შეიძლება გადაწერის მიზეზი ისიც იყოს, რომ მოსწავლემ რაიმე მიზეზით სახლში ვერ იმუშაოს, გაკვეთილზე კი დავალების გარეშე შესვლა მოერიდოს. გარდა ამისა, ზოგჯერ მოსწავლეები თამამად ვერ ეუბნებიან მასწავლებელს, რომ დავალება მათთვის რთული აღმოჩნდა, ვერ დაძლიეს ან ვერ გაიგეს, ამის ნაცვლად, დავალებას კლასელისგან იწერენ. ასეა თუ ისე, დავალების გადაწერას თავისი მიზეზი აქვს. თუმცა ისეც ხდება, რომ მოსწავლე მოინდომებს, დამოუკიდებლად იმუშავებს, მასწავლებელს კი არ სჯერა, რომ დავალება მისი დაწერილია.

რა შედეგები მოაქვს მოსწავლის „გამოჭერას“ და ზემოთ აღნიშნული ფრაზების მასწავლებლის მხრიდან გამოყენებას?

„ალბათ, დავალება ვინმესგან გადაწერე“ - ეს ფრაზა უნდობლობას გამოხატავს. ამით მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ ბავშვი დავალებას დამოუკიდებლად ვერ დაწერდა და ვინმესგან გადაიწერდა. მეორე მხრივ, შესაძლოა პედაგოგი მართალია და დავალება გადაწერილია, ასეთ დროს მასწავლებლის მხრიდან მსგავსი მიმართვების გამოყენება, რომელიც ბავშვის „გამოჭერას“ ისახავს მიზნად, არარეკომენდებულია.

იმ შემთხვევაში, თუ დავალება მართლაც გადაწერილია, მასწავლებლის მხრიდან ასეთი ფორმით საუბარი მოსწავლეში  სირცხვილის განცდას გამოიწვევს. გარდა ამისა, ბავშვი იგრძნობს იმედგაცრუებასაც.

მსგავსი მიმართვები უარყოფითად აისახება ბავშვისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასწავლებლის მიერ ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ პედაგოგის ვარაუდია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება