სიახლეები
სიახლეები

მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის იგნორირება - როდისაა გამართლებული პედაგოგის ეს ნაბიჯი?
21-11-2022
-
+


მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის პიროვნების იგნორირება ან ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა არც ერთ შემთხვევაში არაა გამართლებული, თუმცა მოსწავლის ქცევის მართვის ფარგლებში დაშვებულია დაგეგმილი იგნორირება.

დაგეგმილ იგნორირებაში მოიაზრება ის, რომ როდესაც ბავშვი ავლენს რთულ ქცევას, მასწავლებელი არ აქცევს ყურადღებას, რადგან ხშირად ყურადღება, დადებითი იქნება თუ უარყოფითი, ბავშვისათვის განმამტკიცებელი ხდება.

სამინისტროს მიერ შემუშავებულ, მასწავლებლებისთვის განკუთვნილ გზამკვლევში, რომელიც მოსწავლეთა ქცევის მართვას ეხება, განმარტებულია, რა შემთხვევაშია გამართლებული და როდისაა დაუშვებელი პედაგოგის მხრიდან მოსწავლის იგნორირება.

თუ მოსწავლე იწყებს სტვენას, რათა მოიპოვოს მასწავლებლის ყურადღება, რომელიც ჩართულია სხვა მოსწავლეებთან კომუნიკაციაში, მისი მხრიდან საყვედურიც კი ბავშვისათვის „დამაჯილდოებელი“ ფაქტორი იქნება. მის სტვენაზე მასწავლებლის რეაგირებით ბავშვი დაისწავლის, რომ ამით შესაძლებელია ყურადღების მიღება და ამას მომავალშიც გაიმეორებს.

დაგეგმილი იგნორირების გამოყენებისას, ამ ტექნიკამ შესაძლოა ქცევის გაუარესებაც კი გამოიწვიოს, მაგალითად, მასწავლებლის მხრიდან ქცევის იგნორირების შემთხვევაში, ბავშვმა შესაძლოა უფრო ხმამაღლა დაიწყოს სტვენა, დაუმატოს კაკუნი მერხზე, მაგრამ თუ მასწავლებელი შეძლებს იყოს თანმიმდევრული, შეინარჩუნოს სიმშვიდე და განაგრძოს იგნორირება, ბავშვი მიხვდება, რომ მის ქცევას აზრი არ აქვს, ის ამით ყურადღებას მაინც ვერ მიიღებს და საბოლოოდ შეწყვეტს ქცევას.

სახელმძღვანელოში აღნიშნულია, რომ დაგეგმილი იგნორირებისა და დადებითი განმტკიცების მეთოდების შეწყვილება ბევრად უფრო ეფექტურია. ეს იმას ნიშნავს, რომ არასასურველი ქცევის იგნორირების გამოყენებასთან ერთად მნიშვნელოვანია მოხდეს სასურველი ქცევის დადებითი განმტკიცება, რათა რთული ქცევები ჩანაცვლდეს მისაღები ქცევებით. მაგალითად, თუ პირველი კლასის მოსწავლე საკუთარ სურვილს გამოხატავს ტირილით და არა - სიტყვით, მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მისი ამ ქცევის იგნორირება, ხოლო როგორც კი ბავშვი ტირილის გარეშე იტყვის თუ რა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ქცევის განმტკიცება.

დაგეგმილი იგნორირების ტექნიკას გააჩნია შეზღუდვებიც. ამ ტექნიკის გამოყენება მასწავლებლის მხრიდან ყოველთვის გამართლებული და ეფექტური ვერ იქნება. მისი ეფექტურობა მოსალოდნელია მაშინ, როდესაც მოსწავლის ქცევა ემსახურება ყურადღების მიპყრობას, მაგრამ თუ ბავშვის ქცევის მიზანი სხვაა, მაშინ დაგეგმილი იგნორირება ეფექტური არ იქნება. გარდა ამისა, დაუშვებელია დაგეგმილი იგნორირების გამოყენება, როცა მოსწავლე თავისი ქცევით საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან სხვას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება