მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისი N30 საჯარო სკოლის მეორეკლასელებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
სკოლის მე-21 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლია გოგავასთან ერთად, ორანჟერეას - „დედამიწელები“ ესტუმრნენ. ორანჟერეაში მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტეგრირებული გაკვეთილი - „მცენარე ჩემი მეგობარია“.
„დედამიწელებში“ მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწიეს ქალბატონმა სალომემ და ბატონმა ზვიადმა. საოცარმა გარემომ ხელი შეუწყო პატარებს ხალისით ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში და პრაქტიკაში განეხორციელებინათ თავიანთი ცოდნა-გამოცდილება. ამას ისიც ემატებოდა, რომ კლასის პედაგოგიც მათთან ერთად მონაწილეობდა დაგეგმილ აქტივობებში.
გაკვეთილის პირველი ნაწილი მოიცავდა ქოთნების ორნამენტებით მოხატვას. მოსწავლეები ხალისით და მონდომებით აფორმებდნენ ქოთნებს. გაკვეთილი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ბავშვები საუბრობდნენ, თუ რა ტიპის ხაზებს იცნობდნენ, ასევე ძირითად და შედგენილ ფერებზე, რასაც პრაქტიკულადაც იყენებდნენ ქოთნების მოხატვის დროს“,- გვიყვებიან სკოლაში.
გაკვეთილის მეორე ნაწილი მოიცავდა ცოცხალი მცენარეების დარგვის პროცესს. აქაც ბავშვებმა ხალისით ისაუბრეს თუ რა არის საჭირო მცენარის დასარგავად და თუ როგორ უნდა იზრუნონ მასზე.
გაკვეთილის დასასრულს, თითოეულმა მოსწავლემ მცენარეს სახელიც კი მოუფიქრა და პირობა დადო, რომ ახალ მეგობარს აუცილებლად შეუქმნიდა სასურველ გარემოს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის