სიახლეები
სკოლები

ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში ქართველ მწერალს უმასპინძლეს
16-11-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში მწერალ ზელიმხან მაღრაძესთან შეხვედრა გაიმართა. 

მას სკოლის დირექტორი მადონა კვირიკაძე, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. მწერალმა საინტერესოდ ისაუბრა, დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა და სვანეთის მიმართ სიყვარული გამოხატა.

თავის მხრივ, შეხვედრის მიმდინარეობაში მოსწავლეებიც დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ წაკითხული მოთხრობების შესახებ ისაუბრეს და მწერალს კითხვები დაუსვეს. 

ვიზიტმა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, ბოლოს, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

„მწერალმა გამოხატა თავისი სიყვარული საქართველოს ამ ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხის -სვანეთის მიმართ. იგი დიდი სიყვარულით უხსნიდა მოსწავლეებს თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ქართველ ადამიანს თავისი ქვეყნის წინაშე, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდეს თავის გვარს, პატივი სცეს მამა-პაპის ხსოვნას, ქართულ კულტურას და ტრადიციებს.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი და მოწონება გამოხატეს მწერლის შემოქმედების მიმართ. 
შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს მწერალთან, სიყვარულშიც გამოუტყდნენ და მასთან კვლავ შეხვედრის სურვილი გამოთქვეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ უნივერსიტეტში და რომელ პროგარაზე ჩაირიცხა ყველაზე მეტი აბიტურიენტი  - ცნობილია, რეიტინგული სია საგნების მიხედვით

ჩატარდება თუ არა მასწავლებლის გამოცდა შემოდგომაზე და ვინ უნდა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება


მინიმუმ ერთი აღმზრდელი 13 ბავშვზე - რამდენი კადრი უნდა მუშაობდეს საბავშვო ბაღის ჯგუფებში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით. ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ბედნიერ სტუდენტობას ვუსურვებთ მათ...“

ბანაკში სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება