მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა აქტიური სპორტული ცხოვრებით გამოირჩევა. სკოლის დირექცია და პედაგოგები სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვდასხვა სპორტულ კონკურსებში რთავენ.
მათ შორის, 11 ნოემბერს, საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში. მოსწავლეებმა, ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვეს და სკოლას თასით ხელდამშვენებულები დაუბრუნდნენ.
მოსწავლეებს წინ ბადმინტონის შეჯიბრება ელოდებათ, რისთვისაც აქტიურად ემზადებიან სპორტის მასწავლებელ თემური ნანეიშვილთან ერთად.
„ჩვენს სკოლას გამარჯვებას და ბევრი თასის მოპოვებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ფერეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და მათთვის სასურველი წიგნები შეარჩიეს წასაკითხად