სიახლეები
სკოლები

„შევხედოთ სამყაროს მათემატიკური თვალით“ - თბილისის N60 საჯარო სკოლის V კლასში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
17-11-2022
-
+


თბილისის N60 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. ამას მოწმობს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით, კომპლექსური დავალებებითა და პროექტებით გაჯერებული სასწავლო პროცესი. 

ამჯერად, თბილისის N60 საჯარო სკოლის V კლასში მიმდინარეობს მათემატიკისა და ისტორიის ერთობლივი პროექტი - „შევხედოთ სამყაროს მათემატიკური თვალით“.

პროექტის მიზანი არის მათემატიკასა და ისტორიაში ნასწავლი საკითხების დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიების და აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის უნარის განვითარება, სწავლის მოტივაციის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება. პირველი ღონისძიება 20 ოქტომბერს ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, მთელი კლასი სტუმრად შოკოლადის მუზეუმში წავიდა.

მოსწავლეები განაწილდნენ 4-5-კაციან ჯგუფებში და გაინაწილეს დასაკვირვებელი საკითხები:

• ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვა;
• გზებზე დაკვირვება, მოძრაობის სიჩქარე, რუკა, კოორდინატები;
• გამოჩენილი ადამიანები, ძეგლები და მონუმენტები, ზომა-წონის ძველი ქართული და საერთაშორისო ერთეულები;
• ისტორია, დროის ხაზი, წელთაღრიცხვა, ქრონოლოგია, რიცხვითი სხივი;
• გემრიელი დესერტები, რეცეპტები, პორცია და პროპორცია.

პროექტის შემდეგი ეტაპი მოიცავდა პრეზენტაციას. საგანში - „ჩვენი საქართველო“ მოსწავლეებმა შეძლეს ინფორმაციის მოძიება და აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის წარდგენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კლასის დამრიგებელი, მათემატიკის მასწავლებელი - ნანა სვანიძე, ისტორიის მასწავლებელი - მარიტა მჭედლიშვილი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მაგდა ჭიქაბერიძე.

„პრეზენტაციების წარდგენამდე მოწვეულ მშობლებსა მოსწავლეებს გავაცანით შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები, შემდეგ მოვისმინოთ პრეზენტაციები. მსმენელმა მოსწავლეებმა ერთმანეთს დაუსვეს შეკითხვები, ხოლო პრეზენტატორებმა გასცეს პასუხები, მოწვეული მშობლებმა გამოთქვეს მოსაზრებები ღონისძიების შესახებ და შემდგომი აქტივობების დაგეგმვაში ჩაერთნენ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

პროექტის ხელმძღვანელები: ნანა სვანიძე, მარიტა მჭედლიშვილი.

კლასის დამრიგებელი: ნანა სვანიძე.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ უნივერსიტეტში და რომელ პროგარაზე ჩაირიცხა ყველაზე მეტი აბიტურიენტი  - ცნობილია, რეიტინგული სია საგნების მიხედვით

ჩატარდება თუ არა მასწავლებლის გამოცდა შემოდგომაზე და ვინ უნდა მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება


მინიმუმ ერთი აღმზრდელი 13 ბავშვზე - რამდენი კადრი უნდა მუშაობდეს საბავშვო ბაღის ჯგუფებში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით. ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ბედნიერ სტუდენტობას ვუსურვებთ მათ...“

ბანაკში სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება