სიახლეები
სკოლები

ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
17-11-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. 

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის, დალი შავაძის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

თამაშში ჩაერთო ოთხი გუნდი: „დიდგორი“, „ვარძია“, „ხიხანი“ და „კრწანისი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების იმითაც იყო გამორჩეული, რომ სკოლას საპატიო სტუმარი ეწვია, ამ სკოლის კურსდამთავრებული, პოეტი მზია თავართქილაძე. 

სტუმარი მოსწავლეებმა ჟიურის საპატიო წევრად აირჩიეს.

ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გახდა გუნდი - „ხიხანი“, მეორე ადგილზე გავიდა „დიდგორი“, ხოლო მესამეზე - „კრწანისი“.

„ღონისძიების მეორე ნაწილი ქალბატონ მზიას დაეთმო, მან მოსწავლეებს საკუთარი ლექსები წაუკითხა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად თავისი წიგნებიც გადასცა. ქალბატონი მზია თავართქილაძის ლექსი წაიკითხა ასევე მეათე კლასის მოსწავლე სალომე შავაძემ.

ძირკვაძეების საჯარო სკოლის სახელით უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ მზია თავართქილაძეს ამ გულთბილი საღამოსა და საჩუქრების გამო, ვუსურვებთ შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ

კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ჰქონდეს მეტი მიმღებლობა და იყოს მზად მხარდაჭერისთვის“
ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება