სიახლეები
სკოლები

„რას ნიშნავს ვიყო ტოლერანტი?“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა საინტერესო კლასის საათი
17-11-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. 

მის ფარგლებში, VI კლასში ჩატარდა კლასის საათი თემაზე - „რას ნიშნავს ვიყო ტოლერანტი?” მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესზე წარმოადგინეს წინასწარ მოძიებული ინფორმაცია, პრეზენტაციები და პოსტერები. გაკვეთილის მსვლელობისას ჩამოაყალიბეს თავიანთი შეხედულებები, ახსნეს და ისაუბრეს, თუ როგორ ესმით ტოლერანტობა, ჩამოთვალეს და სათითაოდ განიხილეს ტოლერანტობისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება. 

გარდა ამისა, უყურეს სხვადახვა მოკლემეტრაჟიან, ანიმაციურ ფილმს, რაც მათ საკითხის არსის უკეთ გაგებაში დაეხმარა. 

კლასის დამრიგებელი თამარ გრიგოლიაა.

„მნიშვნელოვანია, ორიოდე სიტყვა ვთქვა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ მომზადებულ ვიდეორგოლზე, სახელწოდებით „ილია და ვაჟა ტოლერანტობასა და თანასწორობაზე”, რამაც ძალიან დააინტერესა ბავშვები, „სულგანაბულნი” მისჩერებოდნენ ეკრანს და გულისყურით უსმენდნენ კლასიკოსი მწერლების შემოქმედებიდან ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითებს. საბოლოოდ, შევთანხმდით რომ ორივე მათგანი, ილია ჭავჭავაძეც და ვაჟა-ფშაველაც რელიგიურ, ეთნიკურ თუ იდეოლოგიურ მრავალფეროვნებას ამ საზოგადოების ბუნებრივ, ჯანსაღ შემადგენელ ნაწილდ მიიჩნევდა და კარგს ვიზამთ, თუ ჩვენც გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის უდიდესი პატრიოტების რჩევა-დარიგებებს, რამეთუ როგორც დიდი ილია იტყოდა „კაცს რა რჯულიც ჰსურს იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი, პატიოსანი კაცი იყოს, მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო. თვითონ ჩვენი მაღალის და უზენაესის მოძღვრის იესო ქრისტეს სიტყვაა, რომ რჯული არ შეინს კაცს, არამედ საქმეო!“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ

კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ჰქონდეს მეტი მიმღებლობა და იყოს მზად მხარდაჭერისთვის“
ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება