მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირებულ გაკვეთილებზე პირველკლასელებისთვის საინტერესო და სახალისო სასწავლო რესურსები შექმნეს, შემდეგ კი ელექტრონული რესურსი ბეჭდური სახით პატარებს საჩუქრად გადასცეს.
როგორს სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების, თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის უნარების განვითარებას, მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში დანერგილია ურთიერთსწავლება, რაც უფრო მეტად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლანა კილაძე და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი ზურა ხაკიანი მუდმივად ზრუნავენ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობისათვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში