მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ და მომავალ თაობას სხვადასხვა მათი უნარების განმავითარებელ ღონისძიებას სთავაზობენ.
ამჯერად, მათემატიკის კათედრამ რუსუდან ბუკიას ხელმძღვანელობით და ხელოვნებასთან ინტეგრაციით დაგეგმა და დაიწყო მათემატიკური კონკურსის მომზადება.
წინასაკონკურსო სამზადისში ჩართულნი იყვნენ ხელოვნების მასწავლებლები - მარინე კოვზირიძე და ნანა თაკალანძე, ასევე მათემატიკის კათედრის ყველა წევრი.
მეხუთე და მეექვსე კლასებში შეიქმნა ორი გუნდი: მეხუთე კლასის გუნდი წარმოდგენილია „მოაზროვნეთა“ სახელით, ხოლო მეექვსე კლასის გუნდის სახელია „ვექტორი“.
გუნდებმა ხელოვნების და მათემატიკის პედაგოგებთან ერთად, შეარჩიეს გუნდის სახელი, დევიზი და გუნდის კაპიტანი, ასევე მოემზადნენ საკონკურსო შეხვედრისთვის.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ორივე გუნდს წარმატებას უსურვებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში