მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. სკოლის დირექცია და პედაგოგები ბავშვების მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებას სთავაზობენ და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ.
სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ორმაგ დატვირთვას ატარებდა. ის შემოდგომას და „ლადოობას“ მიეძღვნა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში და ამავე დროს ლადო ასათიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
„სკოლაში შემოდგომა და ლადოობა ერთად აღინიშნა, რამაც ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია მასწავლებლებსა და ბავშვებში“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში