მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავის საჯარო სკოლის შვიდი მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
დისტანციური კონკურსის I ეტაპის მონაწილეებს - ფინარ მამედოვას, სამა გასანოვას, რაბია გუსეინოვას, გაჯი ნაბიევს, სალთანათ ნასიბოვას, ასლან ასლანოვსა და ზილან ორუჯოვას „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები მიენიჭათ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 16 ნოემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბოლნისელი მოსწავლე „ეტალონის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე ბოლნისის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 18 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში ტარდება.
კონკურსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას