სიახლეები
სიახლეები

პედაგოგები დამატებით 1000 ლარს მიიღებენ სრულ და არასრულ თვეზე - მათ სამინისტრო შეარჩევს
20-11-2022
-
+


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023-2026 წლის სტრატეგიის დოკუმენტში განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც, იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და მათ შორისაა - „მასწავლებლები მაღალმთიან აჭარაში“.

დოკუმენტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ქედა, შუახევი, ხულო) სწავლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა და კვალიფიციური კადრების შერჩევა და იმ
სკოლებში დასაქმება, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა.

რესურსცენტრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სკოლებში არსებული ვაკანსიების შესახებ დგინდება, რომ ზოგიერთი მუნიციპალიტეტის სკოლებში ამა თუ იმ საგნის მასწავლებელი საერთოდ არ არსებობს.

აქედან ამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსის წესით შეარჩევს მასწავლებლებს, რომლებიც იმუშავებენ მუნიციპალიტეტების იმ საჯარო სკოლებში, სადაც ამის განსაკუთრებული საჭიროებაა.

ირკვევა, რომ ქვეპროგრამის მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დააკმაყოფილონ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პირობები;  შესაძლებელია შეირჩეს რეზერვი მასწავლებლები კონკურსის ჩატარებიდან 6 თვის ვადით, რომლებსაც ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში სამინისტრო შესთავაზებს დასაქმებას.

ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლები დაიტვირთებიან სკოლებში არსებული ვაკანტური საგაკვეთილო საათებით. აღნიშნული საქმიანობისათვის ისინი მიიღებენ ანაზღაურებას 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად. ასევე, შერჩეული მასწავლებლები სრულ და არასრულ თვეზე დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.

ასევე, დოკუმენტით განსაზღვრულია მასწავლებელთა წახალისება და ქვეროგრამის ფარგლებში დაფინანსდება აჭარის საჯარო სკოლების წარმატებულ მასწავლებლებთან შეხვედრა, ასევე ერთჯერადი ფულადი ჯილდო.

საგნების გაძლიერებული სწავლება კი ითვალისწინებს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში პედაგოგების  სასტუმროთი და ტექნიკურ მხარდაჭერას, ცალკეული საგნების გაძლიერებული სწავლების უზრუნველყოფის მიზნით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება