სიახლეები
სიახლეები

რატომ არის მასწავლებლის შეფასება მნიშვნელოვანი? - რა სარგებელი აქვს მას თავად პედაგოგისთვის
18-11-2022
-
+


მასწავლებლის შეფასების სისტემა სწავლების ხარისხის მართვის ერთ‐ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.

პედაგოგის ყველაზე კარგი შემფასებელი მისი მოსწავლეების შედეგებია, თუმცა ამას გარდა, არანაკლებ ინფორმაციას იძლევა მასწავლებლის შეფასება ხარისხის ჯგუფისა თუ დირექციის მიერ.

პედაგოგის შეფასების სისტემა ხელს უწყობს სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვას,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოვლენას; სკოლაში წარმატებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას და ა.შ.

მასწავლებლის შეფასების სისტემას სარგებელი მოაქვს თავად პედაგოგისთვისაც. კერძოდ, ამ პროცესიდან მასწავლებლის სარგებელია:

  • ეფექტური, რეგულარული დაკონსტრუქციული უკუკავშირი საკუთარ საქმიანობაზე;
  • რეგულარული რეფლექსია საკუთარ პრაქტიკაზე;
  • ადმინისტრაციის მხარდაჭერა პროფესიული განვითარების პროცესში;
  • თანამშრომლობა და პროფესიული დიალოგი ადმინისტრაციასთან და კოლეგა ‐ მასწავლებლებთან;
  • გაზრდილი პროფესიული კმაყოფილება;
  • გაზრდილი მოტივაცია;
  • პროფესიული მიღწევების აღიარება ადმინისტრაციის მიერ.

მასწავლებლის შეფასების სისტემის მნიშვნელობაზე დირექტორთა გზამკვლევშია საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ პედაგოგთა შეფასებას სარგებელი მოაქვს სკოლის დირექტორებისთვისაც, კერძოდ, სარგებელია:

  • სკოლის განვითარებისა და ხარისხის მართვის ეფექტური მექანიზმი;
  • სწავლა‐სწავლების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მოპოვება;
  • ხარისხზე და მოსწავლეების წარმატებაზე ორიენტირებული ხედვის გაზიარება და დამკვიდრება სასკოლო საზოგადოებაში;
  • ინფორმირებული, მოსწავლეების ინტერესებზე ორიენტირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
  • პროფესიული განვითარებისა და სწავლა‐სწავლების შესახებ ექსპერტიზის გაღრმავება;
  • გაზრდილი ანგარიშვალდებულება მასწავლებლების მხრიდან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება