რა შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ მასწავლებელი პროფესიონალია? - პროფესიული ცოდნისა და უნარების ჩამონათვალი
23-11-2022
დაკოპირებულია
-
+
მასწავლებლის პროფესია შრომატევადია. პედაგოგებს მრავალმხრივი ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ. იყო კარგი მასწავლებელი და ყოველდღიურად უმკლავდებოდე გამოწვევებს, მარტივი არაა, თუმცა პედაგოგები, რომლებსაც საკუთარი პროფესია უყვართ, სირთულეებსაც მოტივაციით ხვდებიან.
რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელი არის პროფესიონალი? რა მოეთხოვება პედაგოგს? რა პროფესიულ ცოდნასა და უნარებს უნდა ფლობდეს მასწავლებელი, რომ მისი საქმიანობა ეფექტურად ჩაითვალოს? გთავაზობთ ჩამონათვალს, რა კომპეტენციას უნდა ფლობდეს პროფესიონალი მასწავლებელი.
საუკეთესო პედაგოგი:
არის საგნის ექსპერტი. ფლობს უახლეს სამეცნიერო ინფორმაციას მოსწავლეების განვითარებისა და სწავლის თავისებურებების შესახებ (პროფესიული ცოდნა).
აქვს საგნისსწავლების დეტალური სასწავლო გეგმა, რომელიც შეესაბამება საგნობრივ სტანდარტს და უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ სტანდარტის წარმატებით დაძლევას (საგნობრივი სტანდარტის გათვალისწინება).
შეიმუშავებსთემატურ სასწავლოგეგმებს, რომლებიცმოიცავს საგნობრივისტანდარტისშესაბამის მთავარსასწავლო მიზანს,შესაბამის სასწავლოამოცანებს და ფარავსბლუმისტაქსონომიითგათვალისწინებულუნარებს სხვადასხვადონეზე (თემატური გეგმის შემუშავება).
თითოეულმოსწავლესთან აქვს თბილი, მზრუნველი, პატივისცემით განმსჭვალული და სამართლიანი დამოკიდებულება. ყველა მოსწავლესთან აქვს პოზიტიური ურთიერთობა (მოსწავლეებთანდამოკიდებულება).
ქმნის პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს კლასში, რაც სრულიად გამორიცხავს სასწავლო პროცესის ხელისშემშლელ დისციპლინურ დარღვევებს (ურთიერთპატივისცემისხელშეწყობა).
წარმატებით ახერხებსმოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სოციალურ- ემოციური უნარების განვითარებას (სოციალურ-ემოციურიკლიმატი).
სასწავლო წლისდასაწყისშივე აცნობსმოსწავლეებსსაკლასო წესებს დაუზრუნველყოფს მათდაცვას მთელი წლისგანმავლობაში (საკლასო წესები).
სასწავლო მასალასწარადგენს მკაფიოდ,ნათლად, კარგადშერჩეულიმაგალითებისგამოყენებით (მასალის წარდგენა).
იყენებსმრავალფეროვან,მიზნობრივადშერჩეულ ეფექტურსტრატეგიებს,შეკითხვებს,მასალებს,ტექნოლოგიებსა დადაჯგუფებისმეთოდებსმოსწავლეთა სწავლისპროცესისსრულყოფის მიზნით (მეთოდების გამოყენება).
უზრუნველყოფსთითქმის ყველამოსწავლისჩართულობასფოკუსირებულაქტივობებში,აქტიური დაპრობლემაზედაფუძნებულისწავლის პროცესში (მოსწავლეთა ჩართულობა).
იყენებსდიფერენცირების, თანატოლთა ურთიერთსწავლებას თითოეული მოსწავლის მიერ სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო შედეგების მიღწევის მიზნით (სწავლების დიფერენცირება).
ყოველთვის ეხმარებამოსწავლეებსშესწავლილისაკითხის შეჯამებასადა გათავისებაში,რეალურსაყოფაცხოვრებოსიტუაციებსა თუგანსხვავებულკონტექსტშიგამოყენებაში (სწავლის შეჯამება).