TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

განსაკუთრებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მინისტრმა დაჯილდოვა გამორჩეული პროფესორები
18-11-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პროფესორებს გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საპატიო ჯილდოები გადასცა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა.

„ყოველთვის ძალიან სასიხარულოა მშობლიურ უნივერსიტეტში, ჩემს ალმა-მატერში მოსვლა. განსაკუთრებით კი დღეს, როცა ნამდვილად გამორჩეული მიზეზით შევიკრიბეთ – როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ვიზეიმეთ მეცნიერების საერთაშორისო დღე და სიმბოლურია, რომ სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ წარდგენილ ღვაწლმოსილ მეცნიერებს, განსაკუთრებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საპატიო ჯილდოებს გადავცემთ. 

ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ უაღრესად მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და სასიხარულოა ის, რომ ღვაწლმოსილ მეცნიერებთან ერთად, დღეს აქ, ჩვენ გვერდით სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები დგანან, რომლებიც საკუთარი პროფესიონალიზმით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საამაყოა, რომ ვაგრძელებთ ტრადიციას, რომელიც ქართველი მეცნიერების დაფასებასა და ახალგაზრდებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციას ემსახურება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში მეცნიერების მთავარი კერა გახლავთ, სადაც აღიზარდა ცნობილ მეცნიერთა არაერთი თაობა, რომლებმაც ჩვენ ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი. რასაკვირველია, აღნიშნული ტრადიცია გრძელდება და დღესაც ფასდაუდებელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი  მეცნიერების განვითარების საქმეში.

ჩვენი მშობლიური უნივერსიტეტი განსაკუთრებულია, რადგან აქ სტუდენტები ყოველთვის იყვნენ აქტიურად ჩართულნი სამეცნიერო-კვლევით პროცესებში. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ტრადიციაა, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად მე,  ჩემი საყვარელი, მშობლიური უნივერსიტეტის, ქართველი მეცნიერების, თითოეული თქვენგანის  გვერდით ვართ და ყოველთვის მხარს დაგიჭერთ თქვენი მიზნებისა და ინიციატივების განხორციელების საქმეში.“ 

ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო ფაკულტეტების მიერ ნომინირებულ 7 ღვაწლმოსილ მეცნიერს გადაეცა – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ლადო მინაშვილს; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, მერაბ გოგბერაშვილს; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს, იოსებ სალუქვაძეს; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს,  თამარ ათანელიშვილს; იურიდიული ფაკულტეტის პროფესორს, ნუგზარ სურგულაძეს; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, მაია მესტვირიშვილს და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ზურაბ ჩხაიძეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება