სიახლეები
სკოლები

თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
18-11-2022
-
+


თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებმა მოხატეს ეზო, გამოფინეს საკუთარი ნახატები, ესეები და წარმოადგინეს ნაციონალური ტანსაცმელი.

„​​16 ნოემბერს, კრწანისის რაიონის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, აღინიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. თბილისის N72 საჯარო სკოლა ამ რაიონში მდებარეობს და გამოირჩევა მრავალეროვნულობით და ტოლერანტობით. წლებია ერთმანეთის გვერდით სწავლობენ და მუშაობენ სხვადასხვა ეთნოსის მოსწავლეები და მასწავლებლები. ეს არის კარგი ნიმუში თანაცხოვრების, ერთმანეთის კულტურის და ტრადიციების პატივისცემის. სწორედ ამიტომ ხალისით ჩავერთეთ კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ამ მნიშვნელოვან და ლამაზ ღონისძიებაში, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: სარქის მარიკიანმა, ანა სააკოვამ,  დაჩი დადუნაშვილმა, ნინი ფურცელაძემ, დაჩი ზალუაშვილმა, ელენე ძაგანიამ, მარიამ კომახიძემ, ლიზი ზაზაძემ, ციცი მამულაშვილმა, ნიტა ჯირკველიშვილმა, სოფო ესვანჯიამ, ილია ცარციძემ, ანი გაბაშვილმა, ანა მარტიაშვილმა, ლიზი მამალაძემ, დავით ჩანჩიბაძემ,  დავით მამათელაშვილმა, სალომე ონიანმა, ელენე მერაბიშვილმა,  არზუ ხალილოვმა, ალისა ვეკერმა და სადიკ ისაევმა.

მადლობას ვუხდით ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს და პედაგოგებს: ნინო გიორგობიანს, სალომე ასანიძეს და ქეთევან ქათამაძეს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება