მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში კინოხელოვნების პოპულარიზაციის და მათი ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით, პროექტი „კინო სკოლაში“ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო კინოჩვენება, რომელსაც კინომისიონერი უძღვებოდა.
პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა (მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასი) ნახეს ელდარ შენგელაიას ალეგორიული კომედია - „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი”.
კინოჩვენების დასასრულს გაიმართა შემეცნებითი დისკუსია და საინტერესო საუბარი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა (მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასი) იმსჯელეს ფილმის ძირითადი არსის, იდეის შესახებ, განიხილეს პერსონაჟები, გააანალიზეს ფილმის ფინალი და ისაუბრეს ისტორიულ საკითხებზე, რომელიც თან სდევს ფილმის მიმდინარეობას.
ფილმი ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა. სიუჟეტი ვითარდება ახალგაზრდა მწერლის გარშემო, რომელიც გამომცემლობას სტუმრობს და ელოდება დირექტორის და ორგანიზაციის პასუხს თავისი ნაწარმოების შესახებ. დირექტორი მუდამ გადარბენაზეა თათბირიდან ბანკში, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერავს, ზოგი საუზმეს იმზადებს, ვიღაც შვებულებაშია, ვიღაც მივლინებაში, სხვები ჭადრაკს თამაშობენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერებს კითხულობს, მღებავია. ფილმი ნიღაბს ხდის საბჭოთა კავშირს. ეს ყველაფერი სრულდება პირდაპირი მნიშვნელობით დაწესებულების ნგრევით, გადატანით მნიშვნელობით საბჭოთა სისტემის ნგრევით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას