სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები, გამოცოცხლდნენ, გახალისდნენ“- ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონკურსის I ეტაპი გაიმართა
18-11-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალსო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან აქტიურად ერთვებიან. 

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე პერიოდის კონკურსები ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

16 ნოემბერს კონკურსის პირველი ეტაპი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბოლნისელი მოსწავლე „ეტალონის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე ბოლნისის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 18 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. კონკურსი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები გვესაუბრნენ. 

თამაზ ბერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბა დადვანის სახელობის სოფელ ტანძიის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი სკოლის მოსწავლეთა ჩართულობა მაღალი იყო - ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ტესტები ყურადღებით შეასრულეს. პროცესმა კარგად ჩაიარა. ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ გონების განვითარებისთვის, მოტივაციის გაზრდისა და შესაძლებლობების გამოვლენისთვის ძალიან კარგი კონკურსია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი მოსწავლეები მასში გასულ წლებშიც მონაწილეობდნენ.

გულნაზი რეხვიაშვილი, ემზარ რეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

კონკურსში ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო - მე-9 კლასი, ფაქტობრივად, სრულად ჩაერთო. ტესტირებას თავი ნორმალურად გაართვეს, კმაყოფილი ვარ, 5 ბავშვიდან, 4 მეორე ეტაპზე გადავიდა. მათ სრულიად დამოუკიდებლად იმუშავეს და ცოდნა გამოავლინეს. მიმაჩნია, რომ რაც მოსწავლეებს გააქტიურებს, ყველაფერი კარგია, მათ შორის, „ეტალონი“.

მზია დანელია, ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები, გამოცოცხლდნენ, გახალისდნენ, რითიც ძალიან კმაყოფილები ვართ. კონკურსმა მათი დაინტერესებს გამოიწვია, როგორც თქვეს, საინტერესო კითხვები იყო და თავი ნორმალურად გაართვეს. ზოგადად, ჩვენი მოსწავლეები „ეტალონის“ პროექტებში აქტიურად ერთვებიან. კარგი იქნება, თუ კონკურსი უფრო ხშირად ჩატარდება ხოლმე, მოსწავლეებიც გაიხსენებენ ნასწავლ მასალას, რაც მათზე დადებითად აისახება.

ნესტან ონიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის 7 მოსწავლიდან, 4 მეორე ეტაპზე გადავიდა. ზოგადად, უფრო მეტს უნდოდა, რომ მონაწილეობა მიეღო, თუმცა ინტერნეტის პრობლემა ჰქონდათ. დიდი ხანია, რაც „ეტალონთან“ აქტიურად ვთანამშრომლობთ, საინტერესო პროექტია. ახლა ველოდებით, მეორე ეტაპზე რა მოხდება. გასულ წლებში ბოლნისში ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი იყო ჩამოსული, მაშინ კონკურსი აქ ჩატარდა, მასში ჩვენი სკოლის მოსწავლეც მონაწილეობდა, რომელმაც ძალიან კარგი შედეგი დააფიქსირა - მე-3 ადგილი დაიკავა. მე სკოლაში სპეციალურად „ეტალონთან“ დაკავშირებით, გამოყოფილი მყავს მასწავლებელი - ნინო ჯოხაძე, რომელიც ამ მიმართულებას კურირებს.

ასევე იხილეთ:

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - ბოლნისი


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება