სიახლეები
ეტალონი

„ინტელექტ-ჩემპიონატმა უკეთ სწავლისა და თავის წარმოჩენის სტიმული მომცა“ - „ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“
17-04-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ალეკო ბიბილაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ტყიბულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლუკა ფორჩხიძე.

მან ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის მეორე მცდელობაზე შეძლო პროექტში გამარჯვება. როგორც ლუკა აღნიშნავს, „ეტალონმა“ მისცა სტიმული, რომ საკუთარი ცოდნა უკეთ წარმოეჩინა:

„ეტალონში“ მეორედ ვმონაწილეობდი. პროექტმა უკეთ სწავლისა და თავის წარმოჩენის სტიმული მომცა და დღეს გამარჯვებაც მოვიპოვე. მადლობა „ეტალონს“ მოცემული შანსისა და გამოცდილებისთვის.“

ტყიბულის მერი თემურ ჩუბინიძე მოხარულია პროექტში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით და სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ეტალონს“:

„ტყიბულში ათდღიანი გლოვის შემდეგ, „ეტალონმა“ სიხარული დააბრუნა. მოხარული ვარ ბავშვების მაღალი ჩართულობითა და შედეგებით, სკოლებისა და პედაგოგების ნაყოფიერი მუშაობით. მადლობა პროექტს გაწეული შრომისთვის, ჩვენგან სრული მხარდაჭერა აქვს „ეტალონს“.

ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე მადლობას უხდის პროექტს ეროვნულ-საგანმანათლებლო საქმის მსახურებისთვის:

„დღეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ნიჭიერ მომავალს ვუცქერ „ეტალონზე“ და გული სიამაყით მევსება. მადლობა პროექტს, რომ ახალგაზრდობას უკეთ სწავლისა და თავის წარმოჩენის სტიმულს აძლევს. ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი კიდევ დიდხანს უნდა იყოს მეტი წარმატებით.“

ტყიბულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ალეკო ბიბილაშვილი „ეტალონში“ პირველი საჯარო სკოლის გამარჯვებით განსაკუთრებით გახარებულია, რადგან თავადაც ამ სკოლის კურსდამთავრებულია:

„ბედნიერებაა ამდენი სწავლასმოწყურებული და მიზანდასახული ახალგაზრდის ხილვა, მადლობა „ეტალონს“, რომ ბავშვებს მეტი წარმატების სტიმულს აძლევს. მიხარია, პირველი სკოლის გამარჯვება, მეც ამ სკოლის მოსწავლე ვიყავი და მეამაყებიან ჩვენი პედაგოგები. ფინალზე დიდ წარმატებას ვუსურვებ ლუკას.“

ტყიბულის რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია მადლობას უხდის გოჩა ტყეშელაშვილს ეროვნული პროექტის ავტორობისთვის და „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებას ისურვებს:

„მარტო მე არა, სრულიად ქვეყანას დააკლდა „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეში. იმედია, მალე დაგვიბრუნდება. მადლობა გოჩა ყეშელაშვილს, ჩვენს სკოლებსა და ნიჭიერ ახალგაზრდობას ტყიბულში ამ ცოდნის ზეიმის მოწყობისთვის.“

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ქენქაძე მოხარულია თავისი მოსწავლის წარმატებით და მას მეტ წინსვლას უსურვებს მომავალში:

„ლუკა ძალიან ნიჭიერი და სწავლაზე ორიენტირებული მოსწავლეა, ნამდვილად ღირსეულად მოიპოვა გამარჯვება. მოხარული ვარ ამდენი განათლებული ახალგაზრდის ხილვით, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი და წარმატებებს ვუსურვებ უკლებლივ ყველას.“

„ტყიბულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ლუკა ფორჩხიძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„მჯერა, შობის დღესასწაული და ახალი 2025 წელი სიხარულის, წინსვლისა და წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მშობელთა მხარდაჭერა


თითოეულმა კლასმა დამრიგებელთან ერთად საახალწლოდ მორთო საკლასო ოთახი და მოამზადა ღონისძიება


მოსწავლეებმა ასევე საზოგადოებას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მანანა შიხაშვილის დაწერილი ლექსები გააცნეს


აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს



„სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლუბ „ბაზისის" ლიდერს საინტერესო აქტივობისთვის“

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება