მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, შესაბამისად, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ.
ამჯერად, სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის ფერები“ ჩატარდა. ლამაზად მორთულ დარბაზში ტრიალებდა მწიფე ხილისა და ფერადი ყვავილების სურნელება, მოდუღდა ფელამუში, პატარებმა საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები. ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას პედაგოგი ინგა ლაცაბიძე ხელმძღვანელობდა. სკოლაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა მშობლები.
„მადლობა მშობლებს ღონისძიებაში ჩართულობისათვის, მადლობა ჩვენს ინგა ლაცაბიძეს ასეთი ფერადი ღონისძიების მოწყობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში