მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N136 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, ამის მაგალითია საინტერესო ღონისძიებებით თუ საგანმანათლებლო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი, რომელსაც მასწავლებლები მომავალ თაობას სთავაზობენ.
მათ შორის, 16 ნოემბერს, მე-11დ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული ღონისძიება - „გოეთე ქართულ ლიტერატურაში“. (მასწავლებლები - ლ.ქინქლაძე, თ.ჩემია; მუსიკალურად გააფორმა - თ.კობახიძემ, ღონისძიებას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ნ.ჩორგოლაშვილი).
მოსწავლეებმა წაიკითხეს გოეთეს ბიოგრაფია როგორც გერმანულ, ისე ქართულ ენაზე, წარმოთქვეს გოეთეს გამონათქვამები, ლექსები, ისაუბრეს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებებზე” , ასევე თარგმნეს რამდენიმე ლექსი.
დასასრულს ქართული ენის მასწავლებელმა წაიკითხა ერთ-ერთი ლექსის სამი სხვადასხვა ავტორის თარგმანი, მოსწავლეებმა კი გამოიცნეს წაკითხული თარგმანების ავტორები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში