მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან. მასწავლებლები მოზარდებს საინტერესო დავალებებს სთავაზობენ, მოსწავლეები კი მათ ხალისითა და ინტერესით ასრულებენ.
მათ შორის, სკოლის პედაგოგმა - ირმა გელაშვილმა მეხუთე კლასში წარმატებით განახორციელა კომპლექსური დავალება - „ყვავილების ბაღის მოწყობა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ხალისით, მონდომებით, საკუთარი ხედვით და ცოდნით ჩაერთვნენ შემოქმედებით პროცესში, ურთიერთდაკავშირებულად გამოიყენეს ნასწავლი გეომეტრიული ფიგურები და შეძლეს გეომეტრიული მოდელების აგება. მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა დაუკავშირეს ცხოვრებისეულ სიტუაციას, გააკეთეს და ისწავლეს, გაიგეს და აითვისეს, შექმნეს და წარმოადგინეს უნიკალური და განსხვავებული ნამუშევრები: „ყვავილების ბაღის მაკეტები“.
მოსწავლეებმა შემოქმედებით პროცესში აქტიური ჩართულობით დაადასტურეს და გაიღრმავეს ცოდნა გეომეტრიული ფიგურების შესახებ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში