სიახლეები
სიახლეები

მომავალი წლიდან შესაძლოა ჭადრაკი მეორე კლასშიც სავალდებულო გახდეს
19-11-2022
-
+


„პირველ კლასში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი“, – ასეთი ფრაზა შენიშვნის სახით ეწერა იმ ბრძანებაში, რომელსაც განათლების მინისტრმა მიმდინარე წლის 18 მაისს მოაწერა ხელი და რომელიც პირველ კლასში ჭადრაკის, როგორც სავალდებულო საგნის შემოღებას ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე კი, 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისიდან, ქვეყნის მასშტაბით, ჭადრაკის მასწავლებელი ყველა საჯარო სკოლას ჰყავს. 
როგორც etaloni.ge-სთან ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გია გიორგაძემ განაცხადა, სკოლების საჭადრაკო წრის მასწავლებლებს, იმ მიზეზით, რომ ისინი არ ფლობდნენ პედაგოგისთვის შესაბამის უნარებს, პირველ კლასში გაკვეთილის ჩატარებაზე უარი ეთქვათ და ამ დისციპლინისთვის მასწავლებლები სკოლის კადრებიდან შეირჩა.

ვინ და რა კრიტერიუმებით შეარჩია 4000-მდე მასწავლებელი, რომელთა გადამზადებაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს 150 ათასი ლარი დაუჯდა?.. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი განათლების სამინისტრომ შეარჩია. მთავარი პირობები კი, გიორგაძის განცხადებით, ასეთი იყო:

„ჩვენ შევიმუშავეთ კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა შეგვერჩია გადასამზადებლად ჭადრაკის მასწავლებლები. 

პირველი კრიტერიუმი იყო ის, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო სკოლის პედაგოგი.

მეორე კრიტერიუმით, უნდა ყოფილიყვნენ ის პედაგოგები, რომლებიც ჩვენ ერთხელ უკვე გადავამზადეთ, როდესაც საპილოტე პროექტი გვქონდა და ეს ეხებოდა 300 სკოლას საქართველოში.

მესამე კრიტერიუმით,ეს მასწავლებლებიუნდა ყოფილიყვნენ ჭადრაკის მცოდნეები - ჭადრაკი ნებისმიერ დონეზე უნდა სცოდნოდათ. ჭადრაკის განსაკუთრებული ცოდნა არ არის იმისთვის საჭირო, რომ პირველი კლასის მასალა დაძლიოს. ელემენტარულად უნდა სცოდნოდათ ფიგურები, სვლები და ა.შ. 

მეოთხე, რაც უნდა გათვალისწინებულიყო, ის იყო, თუ რისი მასწავლებელი იყო - მათემატიკის, ინფორმატიკის...“
გია გიორგაძე ამბობს, რომ უპირატესობა მათემატიკის და დაწყებითი კლასების პედაგოგებს მიანიჭეს. ამოცანად კი ის დაუსახეს, რომ სასწავლო წლის ბოლოსთვის ყველა პირველკლასელს ჭადრაკის თამაში უნდა შეეძლოს.

გია გიორგაძე: უპირატესობა მათემატიკის მასწავლებლებს ენიჭებოდა. როდესაც გადაწყდა, რომ ჭადრაკი, როგორც საგანი, უნდა შესულიყო დაწყებით კლასში, ჩვენ უნდა დაგვეწერა სტანდარტი, მოდული, გაკვეთილების განრიგი და ა.შ. ჩვენთან ერთად მუშაობდნენ მათემატიკის ექსპერტები, რომლებმაც დიდი სამუშაო გასწიეს და დაგვეხმარნენ, რადგან ისე უნდა მომხდარიყო ჭადრაკის სწავლება, რომ სხვა საგნებისთვის არ უნდა გადაესწრო. მაგალითად, როდესაც ჭადრაკში უკვე ციფრებზე მიდგებოდა საქმე, ბავშვებს ეს ციფრები უკვე უნდა სცოდნოდათ და სინქრონიზებული ყოფილიყო ეს პროცესი.

- დაწყებითი კლასების პედაგოგები არ იყვნენ უპირატესებსშორის?ისინი მათემატიკასაც ასწავლიან...

- დიახ, დაწყებითების მასწავლებელებიც უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ, რადგან მათ იციან, როგორ იმოქმედონ პატარა ბავშვებთან და მათი პედაგოგიური გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ისე უნდა აუხსნა ბავშვებს, რომ არ დაიტვირთონ - თამაშ-თამაშით უნდა ისწავლონ და ეს არ უნდა იყოს დამთრგუნველი, ახალი წესებით დახუნძლული გაკვეთილი. სვლები და კომბინაციები ისე უნდა ასწავლო, რომ ბავშვებს განუვითარდეთ ის უნარ-ჩვევები, რაც მათ დაეხმარება სხვა საგნების სწავლაში, გონების სწრაფად განვითარებაში და ა.შ. 

ძალიან მცირე პერიოდი გვქონდა - სამ თვეში უნდა მოგვესწრო მათი გადამზადება და თითო მასწავლებელს ათ გაკვეთილში უნდა მიეღო მონაწილეობა - ათი ორსაათიანი სესია უნდა მოესმინა. სესიების ბოლოს ტესტებზე უნდა გაეცათ პასუხი, რომ დავრწმუნებულიყავით, აითვისა თუ არაამა თუ იმ მასწავლებელმა ის მასალა, რასაც ტრენერები უხსნიდნენ.

15 და ზოგ ეტაპზე 16 ტრენერი გვყავდა, რომლებიც შევარჩიეთ ჭადრაკის ფედერაციიდან - ძალიან გამოცდილი და სახელოვანი მწრთნელები. მათ შორის, ოლიმპიური ჩემპიონები, საერთაშორისო დიდოსტატები, დამსახურებული მწვრთნელები, რომელთაც ჰქონდათ გამოცდილება და პრაქტიკა. თითო ტრენერი დღეში 2-3 გაკვეთილს ატარებდა, დღეში 4-6 საათი მუშაობდა დასვენების დღეების გარეშე.

- ბატონო გია, რა შედეგებს ველოდებით პირველი კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებისგან? ვინ და როგორ უნდა შეაფასოს, რა შედეგზე გავიდნენ ჭადრაკში პირველკლასელები?

- ჭადრაკის გაკვეთილი არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ისინი აუცილებლად უნდა გახდებიან მოჭადრაკეები. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია, ბავშვებს გონებრივ განვითარებაში და სხვა საგნების სწავლაში მივეხმაროთ. ამას ჭადრაკი აძლევს ნებისმიერ ადამიანს. ეს ჩვენი გამოგონილი არ არის, ბევრ ქვეყანაში ადაპტირებული  და დადასტურებული მეთოდია. 

პირველ კლასში ქულები არ იწერება, მაგრამ შეფასების კრიტერიუმი იქნება ალბათ ის, თუ როგორ აითვისა ბავშვმა სვლები, ფიგურები... მთავარი შეფასება კი ის იქნება, რომ კლასის ყველა ბავშვს წლის ბოლოს უნდა შეეძლოს, ითამაშოს ჭადრაკი. ანუ უნდა შეეძლოთ, დაალაგონ ფიგურები და ერთმანეთთან ითამაშონ. ეს ჩვენთვის იმის მაჩვენებელი იქნება, რომ იმ კლასის პედაგოგმა გაართვა ამოცანას თავი.

განათლების სამინისტროსთან ასეთი პირობა გვაქვს, რომ სასწავლო წლის დასასრულამდეც უნდა ჩავატაროთ მონიტორინგი, თუ როგორ მიმდინარეობს სწავლება. მაინც ახალია და ყველაფერ ახალს სჭირდება ყურადღება, მხარდაჭერა, ხელის შეწყობა. ჩვენს ტრენერებსაც მივეცით დავალება, რომ მასწავლებლებთან, რომლებმაც მათთან გაიარეს ტრენინგი, ჰქონდეთ მუდმივი კონტაქტი... მასწავლებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათთან დარეკონ, რაიმეჰკითხონ... გვინდა, პროცესში ვიყოთ ჩართული და მონიტორინგი ვაწარმოოთ. ამ მონიტორინგის მიზანი დახმარების მცდელობაა, რომ მათ არ იგრძნონ თავი მარტო და შეუძლებლად არ წარმოიდგინონ ის ამოცანა, რაც მათ წინაშე დგას.

თუ ბავშვმა ვერ ისწავლა ჭადრაკის თამაში, ესე იგი, ცუდად იმუშავა მასწავლებელმა. ასე რომ, ძალიან მარტივად მოსაგვარებელია ეგ პრობლემა - ჯგუფში ჩავატარებთ ტურნირს. თუ ბავშვები ითამაშებენ ერთმანეთში, ესე იგი, შედეგი მიღწეულია. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ ამ წლის ბოლოს ყველა პირველკლასელმა შეძლოს ჭადრაკის თამაში.

- რა ინფორმაცია გაქვთ, სხვა კლასებშიც ხომ არ გაგრძელდება ჭადრაკის სავალდებულო გაკვეთილები?

- დიახ, გვაქვს გეგმა, რომ მეორე კლასშიც გავაგრძელოთ სწავლება მომავალი წლიდან. განათლების მინისტრთან მქონდა საუბარი, რომ უკვე დავიწყოთ დაგეგმვა, რათა კვლავ ცაიტნოტში არ აღმოვჩნდეთ. უკვე უნდა დავიწყოთ მუშაობა მეორე კლასის პროგრამაზე, სტანდარტებზე და შემდეგ მასწავლებლებსაც მოუწევთ გადამზადება, რადგან მეორე კლასში სხვა პროგრამა იქნება. 

- გადამზადებული პედაგოგებიდან ტესტირება ყველამ ჩააბარა? ყველა გახდა ჭადრაკის მასწავლებელი?

- ეს იყო ონლაინტესტირება. ონლაინ ვაგზავნიდით ტესტებს, რომლებსაც მასწავლებლები ავსებდნენ. ქულები ავტომატურად ითვლებოდა. ყველა მასალა შენახული გვაქვს, ვინ როგორ ჩააბარა. ტესტი არ იყო რთული, ელემენტარული საჭადრაკო ანბანი - ფიგურები, სვლები... რა თქმა უნდა, ყველამ ვერ ჩააბარა - ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით 10%-მა ვერ შეასრულა ტესტი შესაბამისად.

- ჭადრაკის წრეები არსებობდა სკოლებში. რადგან ამ სექციების მასწავლებლებს სკოლის პედაგოგები არ ერქვათ, მათი უგულებელყოფა მოხდა?

- მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სკოლის მასწავლებლის სტატუსი ჰქონოდა და არა ჭადრაკის მწვრთნელის. შეიძლება ძალიან მაღალი კვალიფიკაცია ჰქონდეს, როგორც მწვრთნელს, მაგრამ ის ელემენტარული არ იცოდეს, რომელიც პედაგოგს ბავშვთან ურთიერთობაში სჭირდება. ჭადრაკის სექციის მასწავლებელი სკოლის მასწავლებელი არ არის. ეს სულ სხვაა და სკოლაში სწავლება - სხვა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები
მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება